1. თეორიული გამოცდის შემდეგ, შემოწმების ოპერატორები გადიან მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, რომლის სწავლების ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 6 საათს და ხორციელდებოდეს დღეში არაუმეტეს ერთი საათისა.
2. თეორიული და საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მომზადებებს შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს.
3. მომზადება უნდა მოიცავდეს საფრთხის გამოსახულების ამოცნობის სწავლებას, რომლის დროსაც საფრთხის შემცველი გამოსახულებების შერჩევა უნდა ხორციელდებოდეს არაპროგნოზირებადობის საფუძველზე.
4. მომზადებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 250 სხვადასხვა საფრთხის შემცველი საგნის 1000 გამოსახულებას. მათ შორის, საფრთხის შემცველი საგნების შემადგენელი ნაწილების გამოსახულებებს. ყოველი გამოსახულება მოცემული უნდა იყოს მრავალი რაკურსით.
5. შემოწმების ოპერატორების საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის ცოდნა დასტურდება საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამით ტესტირების საფუძველზე.
6. კანდიდატს/შემოწმების ოპერატორს ეძლევა 25 წმ, რათა ამოიცნოს საფრთხის შემცველი ჩანთა/ტვირთი/მასალა და განსაზღვროს საფრთხის შემცველი საგნის ტიპი.
7. ტესტირების შედეგი დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება, თუ სწორად ამოცნობილი საფრთხის შემცველი გამოსახულებ(ებ)ის რაოდენობა შეადგენს 80%-ს.
8. ტესტირებისათვის განკუთვნილი გამოსახულების სირთულის დონე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ საფრთხის შემცველი ჩანთები მოცემული იყოს სხვადასხვა რაკურსით და პოზიციით, ამასთანავე ჩანთაში/ტვირთში/მასალაში მოთავსებული საფრთხის შემცველი საგნ(ებ)ის გამოსახულებას უნდა ფარავდეს სხვა საგნების გამოსახულებები.
9. პირველადი მომზადების ფარგლებში, საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამით ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, შემოწმების ოპერატორზე გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატმა გაიარა შემოწმების ოპერატორებისთვის განკუთვნილი შესაბამისი სწავლება.
10. პირველადი თეორიული სწავლებისა და საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მომზადების შემდეგ კანდიდატი/შემოწმების ოპერატორმა უნდა გაიაროს შემოწმების ოპერატორის პრაქტიკული მეცადინეობა სამუშაო ადგილზე.
11. პირებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს დამაკმაყოფილებელი შეფასება ტესტირების დროს, მხოლოდ ერთხელ, პირველადი მომზადების ფარგლებში, ეძლევა უფლება ინსტრუქტორთან შეთანხმებულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 10 კალენდარული დღისა, გაიაროს ტესტირება განმეორებით.განმეორებით უარყოფითი შეფასების მიღებისას, კანდიდატი ვერ გააგრძელებს სასწავლო და საგამოცდო პროცესს და არ ექვემდებარება სერტიფიცირებას.
12. შემოწმების ოპერატორების მომზადებისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის ბიბლიოთეკა ექვემდებარება პერიოდულ გადახედვას და ცვლილებას სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩანაცვლდეს საფრთხის შემცველი გამოსახულების სულ მცირე, 10