1. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების თეორიული მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების სფეროში ხარისხის კონტროლის განხორციელების მიზნებს და პრინციპებს;
ბ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას;
გ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მეთოდიკას;
დ) ხარისხის კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში ნაკლოვანებების გამოვლენას, ანგარიშის შედგენას და ა.შ.;
ე) მოთხოვნებს ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ;
ვ) შემოწმებისა და ინსპექტირების ტექნიკას.
2. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოსთან შეთანხმებული აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ.
3. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.
4. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირების მიერ პირველადი თეორიული მომზადების გავლის შემდეგ:
ა) ავიასაწარმო ვალდებულია ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელ პირებს გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, საავიაციო უშიშროების პროგრამა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები;
ბ) სააგენტო ვალდებულია გააცნოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს სააგენტოს პოლიტიკა, სააგენტოს დებულება და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტები.
5. დამსაქმებელი უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის გამოცდილი პირის ზედამხედველობის ქვეშ მიბარებას – სამუშაო ადგილზე დასაქმებულის პრაქტიკულ სწავლების განხორციელების მიზნით, რომელიც მოიცავს ხარისხის კონტროლის სამ ღონისძიებას შეგირდის რანგში და ერთ დამოუკიდებელ შემოწმებას.
6. პირს, რომელმაც ვერ მიიღო დადებითი შეფასება პრაქტიკული მეცადინეობის დროს, ეძლევა ორი დამატებითი შემოწმების განხორციელების შესაძლებლობა ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი გამოცდილი პირის ზედამხედველობის ქვეშ.
7. დამატებითი პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში უარყოფითი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ვერ განახორციელებს ხარისხის კონტოლის განმახორციელებელი პირის საქმიანობას.
8. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
9. ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირები პერიოდულ მომზადებას გადიან, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ, რომელიც მოიცავს თეორიულ სწავლებას და ხორციელდება პირველადი მომზადების ანალოგიურად.
10. 6 თვით ან მეტი პერიოდით სამუშაო წყვეტის შემთხვევაში, ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი ვალდებულია, გაიაროს სამი პრაქტიკული მეცადინეობა ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირის ზედამხედველობის ქვეშ. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეშ