1. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების მომზადება უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის როლს;
ბ) სწავლების ძირითად პრინციპებს;
გ) სასწავლო კურსის დაგეგმვას;
დ) მომზადებითვის საჭირო საშუალებებისა და მოწყობილობების მომზადებას;
ე) სასწავლო მასალის შემუშავებას;
ვ) სწავლების ჩატარებისა და შეფასების მეთოდიკას.
2. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების მომზადება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ;
3. საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების მომზადება, დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება მდებარე ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.
4. ინსტრუქტორების პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ. პირველადი მომზადების ანალოგიურად.
5. სააგენტო ახორციელებს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის სერტიფიცირებას, რომლის ფარგლებში კანდიდატი სააგენტოში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
ა) განცხადებას (დანართი №3);
ბ) განათლების დამადასტურებელ საბუთებს;
გ) სასწავლო საგნის მასალებს (სახელმძღვანელო(ები), კონსპექტ(ებ)ი, ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია), თვალსაჩინოება, ინფორმაციას, მომზადების ფარგლებში გამოსაყენებელი კომპიუტერული პროგრამების, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ტექნიკური მოწყობილობების, მულაჟების და ა.შ. შესახებ;
დ) მომზადების პროგრამებს, იმ შემთხვევაში, თუ ის ახორციელებს მომზადებას საკუთარი პროგრამის საფუძველზე და არსებული არ არის შეთანხმებული სააგენტოსთან.
შენიშვნა: კანდიდატს აქვს უფლება განახორციელოს მომზადება ავიასაწარმოს მოქმედი და სააგენტოსთან შეთანხმებული სასწავლო პროგრამით, მასალების გამოყენებით.
6. სერტიფიცირების ფარგლებში, სააგენტო:
ა) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სახელმძღვანელო მასალას;
ბ) კანდიდატის საავიაციო უშიშროების ცოდნას, წერითი გამოცდის საფუძველზე, სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული საგამოცდო ტესტების გამოყენებით. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%-ს;
გ) ზეპირი გამოცდით კანდიდატის მიერ ლექციის ჩატარების უნარს, საგნის რომელიმე თემის მიხედვით. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 80%-ს. დადებითი შეფასების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ინსტრუქტორის სერტიფიკატს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ყველა ის საგანი, რომელთა სწავლების უფლებაც ენიჭება კანდიდატს.
7. სერტიფიცირების შემდეგ, ინსტრუქტორი სამუშაო ადგილზე პრაქტიკული მეცადინეობის ფარგლებში, ვალდებულია სწავლების პირველი 8 საათი ჩაატაროს გამოცდილი ინსტრუქტორის ან სააგენტოს წარმომადგენლის ზედამხედველობის ქვეშ. პრაქტიკული მეცადინეობის შესახებ დგება ჩანაწერი, დასტურდება ზედამხედველის ხელმოწერით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
8. სააგენტოს მიერ ინსტრუქტორის სერტიფიკატი გაიცემა არაუმეტეს 3 წლის ვადით (დანართი №4). ვადის გასვლის შემდეგ, რესერტიფიცირების ფარგლებში, სერტიფიკატის მიღების მიზნით, კანდიდატმა/ინსტრუქტორმა უნდა მიმართოს სააგენტოს სერტიფიცირების მიზნით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით, სხვა შემთხვევაში სერტიფიკატი უქმდება.
9. რესერტიფიცირების ფარგლებში, კანდიდატი აბარებს მხოლოდ წერით გამოცდას, ამ მუხლით გათვალისწინებული წერითი გამოცდის მიმართ დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
10. სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო და/ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.
11. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს განმეორებით მიმართოს სააგენტოს სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით, უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
12. სააგენტო ასევე იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებაზე, თუ ინსტრუქტორი:
ა) არღვევს სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) არ ახორციელებს სწავლებებს, სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ;
გ) ახორციელებს სწავლებას მომზადების პროგრამებით, რომელიც არ არის შეთანხმებული სააგენტოსთან;
დ) არღვევს სასწავლო პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
13. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება ხდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან არაუმეტეს 3 თვის ვადით.
14. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება სააგენტოს გადაწყვეტილებით, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ დარღვევები, რომელთა გამოც მოხდა სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღმოფხვრილია.
15. სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს ზედა მარჯვენა კუთხეში უკეთდება წარწერა „დუბლიკატი“.
16. სერტიფიკატში ცვლილებები ხორციელდება სააგენტოს მიერ იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ის პირობები, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია, ახალი პირობებით პროფესიული მომზადების დაწყებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება, სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებებთან დაკავშირებული განცხადების განხილვის, საჭიროებისამებრ, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
17. სააგენტოს, სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მისი მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრშ