1. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების დაგეგმვა და კრიზისების მართვის სწავლება, რომელიც განკუთვნილია ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების იმ პერსონალისთვის, რომელიც ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მიხედვით ჩართულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებების საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობაში, უნდა მოიცავდეს თეორიულ კურსის, სულ მცირე, 9 საათს და პრაქტიკულ სამუშაოს. მომზადება უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) სამოქალაქო ავიაციაში არსებული საფრთხეები, მათ შორის: საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დივერსიის აქტები საჰაერო ხომალდსა და აეროპორტებში ტერორისტული აქტები აეროპორტებსა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტებზე;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი ცალკეული პირების და ტერორისტული დაჯგუფებების მახასიათებლები;
გ) კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების საერთო მახასიათებელი;
დ)კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის საერთო პრინციპები;
ე) კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების კონტროლი;
ვ) კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის გეგმა;
ზ) ოპერატიული ცენტრისა და ოპერატიული შტაბის დანიშნულება და მართვა;
თ) აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების სწავლების მიზანი, ორგანიზება, დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება.
2. რისკის მართვა/შეფასების სწავლება, რომელიც განკუთვნილია აეროდრომის ექსპლუატანტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი პირებისათვის. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების ხელმძღვანელი პირებისთვის, საავიაციო უშიშროების იმ პერსონალისთვის, რომელნიც ჩართული არიან რისკის სახელმძღვანელოს/მეთოდოლოგიის შემუშავებაში, ახორციელებენ რისკის შეფასებას/მართვას. მოიცავდეს თეორიულ კურსის, სულ მცირე, 9 საათს და პრაქტიკულ სამუშაოს და უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) რისკის შეფასების მიზანი;
ბ) სამოქალაქო ავიაციაში არსებული საფრთხეები, მათ შორის: საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, დივერსიის აქტები საჰაერო ხომალდსა და აეროპორტებში, ტერორისტული აქტები აეროპორტებსა და სამოქალაქო ავიაციის ობიექტებზე;
გ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) პოლიტიკა სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად;
დ) რისკების კატეგორიები;
ე) რისკების მართვა;
ვ) რისკების იდენტიფიცირება;
ზ) რისკების შეფასება და საფრთხის დონის განსაზღვრა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მომზადებები დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდო კითხვების 75%-ს.
4. გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედებების დაგეგმვა და კრიზისების მართვის სწავლების პერიოდული მომზადება და რისკის მართვა/შეფასების პერიოდული მომზადება ხორციელდება, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულებ