1. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების მომზადება მოიცავს თეორიული სწავლების, სულ მცირე, 55 საათს და საავიაციო უშიშროების ზოგადი საკითხების გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) ხელმძღვანელი პირების ფუნქციებს;

ბ) ხარისხის შიდა კონტროლის მიზებს  და ღონისძიებებს;

გ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს განსახორციელებელ მოქმედებებს;

დ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მომზადებას სამუშაო ადგილზე;

ე) კონფლიქტური სიტუაციების მართვას;

ვ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფ მოწყობილობებს;

ზ) შემოწმების  მეთოდებს.

2. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების  მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამის თანახმად, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ;

3. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების  შესაბამისი სწავლების გავლა/მომზადება დასტურდება სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა წერითი გამოცდის წარმატებით გავლის საფუძველზე.

4. გამსვლელია ქულა, თუ სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს საგამოცდოდ  გამოყენებული კითხვების 75%-ს.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სწავლება ხორციელდება ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში, შეფასების ბარიერს ადგენს აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.

5. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების  პირველადი თეორიული მომზადების წარმატებით გავლის შემდეგ, ავიასაწარმო ვალდებულია,  მათ გააცნოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პოლიტიკა, სტრუქტურა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამა, ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამით გათვალისწინებული მათი უფლებები და ვალდებულებები. აღნიშნულის შესახებ  დგება ჩანაწერი და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში, სულ მცირე, 5 წლის ვადით.

6. ავიასაწარმოს საავიაციო უშიროებაზე პასუხისმგებელი პირების, საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირებისა და ცვლის უფროსების პერიოდული მომზადება ხორციელდება, სულ მცირე, 36  თვეში ერთხელ, ამ მუხლის მოთხოვნების  შესაბამისა