1. სპეციალიზებული მომზადება ესაჭიროება ავიასაწარმოს პერსონალის შემდეგ კატეგორიას:
ა) რეგულირებადი მიმწოდებლის პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის, მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;
ბ) ცნობილი მიმწოდებლის პერსონალს, რომლებიც ჩართული არიან აეროპორტის მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;
გ) საჰაერო ხომალდის დასუფთავებაში ჩართულ პერსონალს;
დ) სატვირთო ტერმინალების პერსონალს, რომლებიც ჩართულნი არიან ტვირთის/ფოსტის მიღების, დახარისხების, დამუშავების პროცესში;
ე) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეს;
ვ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პერსონალს;
ზ) ავიაგადამზიდველის პერსონალს: მფრინავებს, ბორტგამცილებლებს და საჰაერო ხომალდის მომსახურებაში ჩართულ ყველა სხვა პერსონალს.
2. სხვა პერსონალის სპეციალიზებული მომზადება უნდა განხორციელდეს ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში ან სააგენტოს მიერ შეთანხმებული პროგრამით სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ. სპეციალიზებული მომზადება შეიძლება განხორციელდეს გაცნობითი კურსის ფარგლებში ან ცალკე.
3. პერსონალის, სპეციალიზებული მომზადების წარმატებით გავლა დასტურდება წერილობითი გამოცდის (ტესტირების) საფუძველზე. გამსვლელია ქულა, თუ საგამოცდო კითხვებზე გაცემული სწორი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 70%-ს.
4. სპეციალიზებული მომზადების შემდეგ პირზე გაიცემა საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
5. გამოცდის (ტესტირების) შედეგები, სერტიფიკატის ასლი ინახება პირის პირად საქმეში.
6. ავიასაწარმოს ხელმძღვანელების პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 8 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის უზრუნველმყოფი ეროვნული, საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკის მოთხოვნებს;
ბ) საავიაციო უშიშროების სახელმწიფო პროგრამები, აეროპორტის საავიაციო უშიშროების პროგრამას;
გ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამას;
დ) ავიასაწარმოს პერსონალის ცნობიერების განვითარებას საავიაციო უშიშროების კუთხით;
ე) მოქმედებებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;
ვ) კრიზისული სიტუაციის მართვას.
7. აეროპორტებში ავიაგადამზიდველის წარმომადგენელი პირების პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) აეროპორტისა და ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების პროგრამების დანიშნულებას და შინაარსს;
ბ) ავიაგადამზიდველის საავიაციო უშიშროების ზომებს;
გ) ავიაგადამზიდველის საგანგებო ვითარებაში მომედების გეგმას;
დ) კრიზისული სიტუაციის მართვას.
8. მტვირთავებისა და მიწისზედა მომსახურების პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო ხომალდთან დაშვების წესს;
ბ) ხმელეთზე მოქმედების პროცედურებს აფეთქების მუქარის შემთხვევაში;
გ) საბარგო ნაკვეთურების შემოწმებას საავიაციო უშიშროებაზე.
9. ტექნიკური და საინჟინრო სამსახურის პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 5 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო ხომალდთან და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ცენტრში დაშვების წესს;
ბ) საჰაერო ხომალდის დაცვას;
გ) ხელსაწყოების, სატრანსპორტო საშუალებების, სათავსოებისა და მარაგის დაცვას.
10. რეგულირებადი მიმწოდებლის, ბორტკვების ობიექტების პერსონალის, რომლებიც ჩართულნი არიან ბორტკვების, თანმდევი საშუალებებისა და საბორტო მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღება/დახარისხება/დამუშავების პროცესში, ცნობილი მიმწოდებლის პერსონალის, რომლებიც ჩართულნი არიან აეროპორტის მარაგის და მათთან დაკავშირებული პროდუქციის მიღება/დახარისხება/დამუშავების პროცესში, მათი პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, სწავლების 3 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა და, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად ბორტკვების ობიექტის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს;
ბ) სამოქალაქო ავიაცია – ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნე;
გ) ბორტკვების ობიექტი – მოწყვლადი არე;
დ) პროცედურებს საეჭვო ნივთის აღმოჩენის დროს;
ე) დაშვებაზე კონტროლისა და საბორტო კვების დაცვის მიზანს;
ვ) დაშვებაზე კონრტოლისა და საბორტო კვების დაცვის მეთოდებს;
ზ) დაშვებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირების უფლება-მოვალეობებს;
თ) სასაშვო სისტემას;
ი) დაშვებაზე კონტროლის პროცედურებს;
კ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად აკრძალულ ნივთებს შორის;
ლ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების ნიმუშებს;
მ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;
ნ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;
ო) მოქმედებებს გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;
პ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას – გაუთვალისწინებელ ვითარებაში დაკავშირების მიზნით;
ჟ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩაკეტვისა და დალუქვის მოთხოვნებს;
რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში გასათვალისწინებელ პროცედურებს.
11. საჰაერო ხომალდის დასუფთავებაში ჩართული პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს მომზადების, სულ მცირე, 3 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო უშიშროების მიზნებს და ამოცანებს;
ბ) დასუფთავებასთან დაკავშირებული უშიშროების ზომებს;
გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დასუფთავების სამსახურის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს;
დ) სამოქალაქო ავიაცია – ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნე;
ე) ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებას;
ვ) დაშვებაზე კონტროლისა და დასუფთავების სამსახურის დაცვის მიზანს;
ზ) დაშვებაზე კონტროლისა და დასუფთავების სამსახურის დაცვის მეთოდებს;
თ) სასაშვო სისტემას;
ი) დაშვებაზე კონტროლის პროცედურებს;
კ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად აკრძალულ საგნებს შორის;
ლ) საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების ნიმუშებს;
მ) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;
ნ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;
ო) მოქმედებებს გაუთვალისწინებელი ვითარების დროს;
პ) საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციას - გაუთვალისწინებელ ვითარებაში დაკავშირების მიზნით;
ჟ) ეფექტური პატრულირების ძირითად პრინციპებს;
რ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უყურადღებოდ დატოვებისას გასათვალისწინებელ პროცედურებს.
12. სატვირთო ტერმინალების პერსონალის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 4 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილებას და მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს;
ბ) სამოქალაქო ავიაცია - ტერორისტული ჯგუფებისა და სხვა დამნაშავეების სამიზნეს;
გ) სატვირთო ტერმინალი - მოწყვლადი არე;
დ) პირებს, რომელთაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებას;
ე) შეტყობინების მეთოდებს;
ვ) ტვირთს, როგორც უშიშროების უზრუნველყოფის ძირითად მიზანს;
ზ) საწარმოში მიღებული ტვირთის დამუშავების პროცედურებს უშიშროების უზრუნველსაყოფად;
თ) ტრანსფერული ტვირთის უშიშროების ზომებს;
ი) სატვირთო ტერმინალის უფლება-მოვალეობებს;
კ) მაღალი რისკის ტვირთის განსაზღვრებას და უშიშროების ზომებს;
ლ) შემოწმებისაგან გათავისუფლებული ტვირთების კატეგორიას;
მ) განსხვავებას საეჭვოსა და გადასაზიდად შეზღუდულ ნივთებს შორის;
ნ) საეჭვო და გადასაზიდად შეზღუდული საგნების ნიმუშებს;
ო) თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობისა და თვითნაკეთი აალებადი მოწყობილობის ძირითად კომპონენტებს;
პ) მოქმედებებს საეჭვო და გადასაზიდად აკრძალული საგნების აღმოჩენისას;
ჟ) უცნობი ტვირთის მიმართ შემოწმების ყველაზე ეფექტურ მეთოდ(ებ)ს, მასში აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების არსებობის გამორიცხვის მიზნით;
რ) უშიშროების სტატუსის მინიჭების მიზნით დადგენილი ტვირთის შემოწმების მეთოდებს, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი ტვირთებისათვის;
ს) ტვირთის შემოწმების ყველა მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს;
ტ) ტვირთის სატვირთო თუ სამგზავრო საჰაერო ხომალდით გადაზიდვაზე უარის თქმის, მისი გადასაზიდად დაშვების ან უცნობი ტვირთის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
უ) რენტგენული დანადგარით ტვირთის შემოწმების მიზანს;
ფ) გამოსაყენებელი რენტგენული დანადგარის ექსპლუატაციის წესს;
ქ) მეთოდებს, რომლითაც დასტურდება, რომ რენტგენული დანადგარი გამართულია და უსაფრთხო;
ღ) რენტგენული დანადგარის მონიტორზე ასახული ასაფეთქებელი ან ცეცხლგამჩენი მოწყობილობის და ნივთიერებების, იარაღისა და მისი კომპონენტების გამოსახულებების გაცნობას;
ყ) ტვირთში საეჭვო საგნების, გადასაზიდად საეჭვო, შეზღუდული და აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების ამოცნობას და იდენტიფიცირებას;
შ) გაუთვალისწინებელ ვითარებაში განსახორციელებელ მოქმედებებს;
ჩ) ტვირთის უშიშროების დეკლარაციისა და სხვა დოკუმენტების დანიშნულებას;
ც) მოქმედებებს აფეთქების მუქარის დროს;
ძ) მოქმედებებს მუქარის მიღებისა და საფრთხის შეფასების შემდეგ.
13. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს, სულ მცირე, 4 საათს და გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის უფლებამოსილებას, როგორც მოწყვლადი არე;
ბ) კომუნიკაციას მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ საჰაერო ხომალდთან;
გ) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;
დ) სხვა სახელმწიფოებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;
ე) ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის (AFTN) მეშვეობით ან სხვა საშუალებებით შეტყობინების მიწოდების წესს;
ვ) ინფორმაციას საჰაერო ხომალდის იზოლირებული სადგომის შესახებ.
14. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების (მფრინავები და ბორტგამყოლები) პირველადი და პერიოდული მომზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს გაცნობითი კურსით გათვალისწინებულის გარდა, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:
ა) საჰაერო ხომალდისა და მგზავრების დაცვის პროცედურებს;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემთხვევაში მისაღებ ზომებს, საფრთხის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით;
გ) საჰაერო ხომალდით გადასაზიდად აკრძალული და შეზღუდული საგნებისა და ნივთიერებების, მათ შორის, სახიფათო ტვირთების, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების და სხვა მოწყობილობების შესახებ;
დ) საჰაერო ხომალდის შემოწმების პროცედურებს;
ე) განსახორციელებელ ღონისძიებებს დამრღვევი და უდისციპლინო მგზავრების მიმართ;
ვ) საჰაერო ხომალდის გატაცებისა და მძევლების აყვანის დროს განსახორციელებელ ქმედებებს;
ზ) გაუთვალისწინებელი ვითარების დროს საფრთხის დონის განსაზღვრას;
თ) თავდაცვის პროცედურებს;
ი) შემბოჭავი ხელბორკილებისა და დამრღვევის გასაუვნებელყოფად იმ სხვა საშუალებების გამოყენებას, რომელიც ნებადართულია კანონმდებლობით;
კ) დამნაშავის დახასიათებას და ქცევის თავისებურებებს, განსახორციელებელ მოქმედებებს და მგზავრთა რეაგირებას;
ლ) ტერორიზმის მიმართულებებს;
მ) სიტუაციურ სწავლებას საფრთხეების გათვალისწინებით;
ნ) საფრენოსნო ეკიპაჟის კაბინის დაცვის პროცედურებს, მათ შორის, საკომუნიკაციო და საკოორდინაციო სისტემას ბორტგამყოლებსა და მფრინავებს შორის;
ო) პროცედურებს ფრენის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენისას;
პ) საჰაერო ხომალდზე და ხმელეთზე შემოწმების პროცედურებს, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების ადგილებს.
ჟ) ტრანზიტული მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდზე დატოვებული საგნის მოხსნის პროცედურას.
15. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პირველადი მომზადება უნდა მოიცავდეს სწავლების, სულ მცირე, 24 საათს, ხოლო პერიოდული მომზადება – სულ მცირე, 8 საათს.
16. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის პერიოდული მომზადება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 36 თვეში ერთხელ.
17. ამ მუხლით გათვალისწინებული პერიოდული მომზადებები უნდა განხორციელდეს სულ მცირე 24 თვეში ერთხელ, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული პერსონალის მომზადებისა, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პერიოდული მომზადება ხორციელდება, სულ მცირე, 12 თვეში ერთხელ, ხოლო საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მომზადების პერიოდულობის ვადაა არა უმეტეს 36 თვისა.
18. სხვა პერსონალის პერიოდული მომზადება შეიძლება განხორციელდეს როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური სწავლების ფორმით.
19. სპეციალიზებული მომზადების ფარგლებში სხვა პერსონალის პირველადი მომზადების დისტანციურად გავლა დაუშვებელია.