1. ამ პროგრამის მიზნებისათვის,  პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავიასაწარმო – საწარმო, რომლის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია სამოქალაქო ავიაციასთან;

ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი – ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფაში:

ბ.ა) სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი პერსონალი;

ბ.ბ)  შემოწმების ოპერატორები;

ბ.გ) ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირები,  საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ცვლის უფროსები;

ბ.დ) საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები;

ბ.ე) ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორები,  ავიასაწარმოს ხარისხის შიდა კონტროლის, რისკის შეფასების განმახორციელებელი პირები;

გ) სხვა პერსონალი – სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პირები, გარდა საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა;

დ) ხარისხის კონტროლის განმახორციელებელი პირი – სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი და ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირი.

2. მომზადების პროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს საჰაერო კოდექსითა და „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის  29 დეკემბრის №556 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობ