სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ითანხმებს   ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ  საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალისა და სხვა პერსონალის შერჩევის, მიღებისა და მომზადების საკითხებს;

ბ)  კონსულტაციებს უწევს ავიასაწარმოებს  საავიაციო უშიშროების სფეროში  მომზადების საკითხების შემუშავების მიზნით;

გ) ახორციელებს შემოწმების ოპერატორების  სერტიფიცირებას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას,  ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას და აწარმოებს სერტიფიცირებული შემოწმების ოპერატორებისა და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების უწყებრივ რეესტრს;

დ) ახორციელებს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების სერტიფიცირებას, სერტიფიკატის ვადის შეჩერებას,  ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატის გაუქმებას და აწარმოებს სერტიფიცირებული შემოწმების ოპერატორებისა და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების უწყებრივ რეესტრს;

ე) ახორციელებს უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ინსტრუქტორის აღიარებას/უცხო ქვეყნის პროგრამის აღიარებას;

ვ) შეიმუშავებს საავიაციო უშიშროების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების პრაქტიკული სწავლების პროგრამას და უზრუნველყოფს მათ მომზადებას ამ პროგრამის თანახმად;

ზ) მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლის (ზედამხედველობის) ფარგლებში  ამოწმებს საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების მოთხოვნების შესრულებას;

თ) ითანხმებს  საავიაციო უშიშროების მომზადების პროგრამებს, სასწავლო-საგამოცდო მასალებს (მაგ., საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამა, ტესტები და ა.შ.), რომლის მიხედვითაც  უნდა განხორციელდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის და სხვა პერსონალის მომზადებ