1. შემოწმების ოპერატორი ახორციელებს მგზავრის, მგზავრის სტატუსის არმქონე პირის, ხელბარგის, თანმქონი ნივთების, ბარგის, ბორტკვების, თანმდევი საშუალებების, საბორტო მარაგის, აეროპორტის მარაგის, ავიაგადამზიდველის ფოსტის, ავიაგადამზიდველის მასალის, ტვირთის, ფოსტის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას (სკრინინგი).

2. შემოწმების ოპერატორების  პირველადი მომზადება  მოიცავს:

ა) თეორიულ კურსს;

ბ) მომზადებას საფრთხის გამოსახულების პროეცირების სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;

გ) პრაქტიკულ მეცადინეობას სამუშაო ადგილზე.

3. შემოწმების ოპერატორის მიერ მასალის ათვისება უნდა დადასტურდეს  პირველადი მომზადების თითოეული  ეტაპის  გავლის შემდეგ, გამოცდით.

4. შემოწმების ოპერატორების  თეორიული მომზადება და მომზადება საფრთხის გამოსახულების პროეცირების  სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამის საშუალებით უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ შეთანხმებული/აღიარებული პროგრამით, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული ინსტრუქტორის მიერ ან ICAO-ს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრში.

5. სწავლების დასრულებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, 10 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა  სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატმა/შემოწმების ოპერატორმა გაიარა შემოწმების ოპერატორის მომზადების კურს