1. უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსების შესახებ მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ, თანხმდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ გადაეცემა აეროდრომის ექსპლუატანტს, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე საჰაერო დაცვის ოფიცრის გადაადგილებისა და მოქმედების კონტროლს. ასეთი კონტროლის წესები დეტალურად განისაზღვრება აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში, საჰაერო მიმოსვლის სფეროში მთავრობათაშორისი ორმხრივი ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. შეიარაღებული საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსების შესახებ მოთხოვნა თანხმდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესით.

4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის შესაბამის სამსახურთან შეიძლება გააფორმოს ურთიერთგაგების მემორანდუმი ან სხვა სახის სათანადო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება საჰაერო ხომალდებზე საჰაერო დაცვის ოფიცრის განთავსებასთან დაკავშირებული დებულებებ