1. აეროპორტის სტერილურ ზონაში შესვლისას შესაძლოა არ განხორციელდეს ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების და მათი ხელბარგის შემოწმება, თუ მარშრუტზე დაჯდომის აეროპორტში შემოწმების კრიტერიუმები ანალოგიურია ან აღემატება ჩამოფრენის აეროპორტში შემოწმების არსებულ კრიტერიუმებს. აღნიშნულის მიუხედავად, ასეთი მგზავრების და მათი ხელბარგის მიმართ ხორციელდება კონტროლის შესაბამისი ზომები მათ მიერ საჰაერო ხომალდის ბორტზე გადასატანად აკრძალული ნივთების შეტანის თავიდან აცილების მიზნით.
2. თუ ტრანზიტულ ან ტრანსფერულ მგზავრს ჰქონდა შეხება საბარგო ნაკვეთურით გადასაზიდ ბარგთან ბარგის მიღების ზონაში, ის ხელმეორედ უნდა შემოწმდეს საჰაერო ხომალდის ბორტზე დაბრუნებამდე ან შემოწმებაგავლილ მგზავრებთან კონტაქტში შესვლამდე.
3. ტრანზიტულ მგზავრებს შეიძლება მიეცეთ უფლება დარჩნენ საჰაერო ხომალდის ბორტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრების გადმოსვლა აუცილებელია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიზეზების გამო ან უშიშროების თვალსაზრისით საჰაერო ხომალდის შესამოწმებლად.
4. შუალედურ აეროპორტში ჩამოსვლისას მგზავრს უფლება არა აქვს შეწვიტოს დანიშნულების პუნქტამდე მგზავრობა, თუ საჰაერო ხომალდიდან არ ჩამოიტვირ-თება მისი ხელბარგი და ბარგი.
5. საჰაერო ხომალდის დამატებითი შიდა დათვალიერების აუცილებლობის წარმოქმნისას მგზავრები ტოვებენ საჰაერო ხომალდს ხელბარგით და პირადი ნივთებით. თუ ასეთი დათვალიერების დროს ტრანზიტული მგზავრი საავიაციო უშიშროების სამსახურის ნებართვით დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე, მისი ხელბარგი და პირადი ნივთები ექვემდებარება სპეციალურ შემოწმებას.
6. საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოუცხადებელი მგზავრის ბარგი გადმოიტვირთება საჰაერო ხომალდიდან მის გაფრენამდე.
7. მომეტებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში ტრანზიტული გაჩერების დროს საჰაერო ხომალდის შიდა დათვალიერებისას მგზავრები ხელბარგთან ერთად ტოვებენ საჰაერო ხომალდს, რათა გამოირიცხოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რაიმე საგნის დატოვება
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
თავი VI — საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ავიაპერსონალის, მგზავრების, სხვა პირებისა და საგნების კონტროლი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. დაცული ზონების დაცვის მეთოდები
- მუხლი 21. დაშვების კონტროლი
- მუხლი 22. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები
- მუხლი 23. სააერონავიგაციო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები
- მუხლი 24. საერთო დანიშნულების ავიაცია
- მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
- მუხლი 27. იარაღის (საბრძოლო მასალის) შეტანის უფლება
- მუხლი 28. იძულებით გადასაყვანი პირების ბადრაგირება
- მუხლი 29. დაცვის თანამშრომლები ბორტზე
- მუხლი 30. საავიაციო ტვირთის, ფოსტის, კურიერული და სასწრაფო გზავნილის შემოწმება
- მუხლი 31. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შესყიდვები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 26, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-26/