1. აერონავიგაცია, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები (აეროდრომის სადისპეტჩერო პუნქტები, კავშირგაბმულობის საშუალებები, ძალოვანი ტრანსფორმატორები, კვების ძირითადი და სათადარიგო წყაროები, საწვავ-გასამართი სისტემები და სხვ.), რომლებიც განლაგებული არიან როგორც აეროპორტის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, უნდა იყოს დაცული.
2. აერონავიგაციის, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ზომების გატარება ევალებათ ამ საშუალებების მფლობელებსა და იმ აეროპორტის ხელმძღვანელობას, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს აერონავიგაციის საშუალებები.
3. აერონავიგაციის, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების მფლობელები და აეროპორტის ადმინისტრაციები უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ პირობებში დაცვის გეგმების შემუშავებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტისა და საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, რეზერვების არსებობას და გამოყენებას, მათ შეცვლას ან ალტერნატიული მომსახურების მიწოდებას.
4. აეროვაგზლების დაცვის უშიშროების სისტემა უნდა შეიცავდეს უშიშროების ღონისძიებებს, რომელთა დანიშნულებაა როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედობის აღკვეთა, ისე სწრაფი რეაგირება.
5. აეროვაგზლის არაკონტროლირებადი ზონები და მგზავრთა შეზღუდული დაშვების ზონები უნდა იყოს პოლიციის და საავიაციო უშიშროების სამსახურის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ როგორც დაკვირვების ფარული, ისე ღია მეთოდების გამოყენებით.
6. ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის გამოყენებისას თვალსაჩინო ადგილზე კეთდება განცხადება ასეთი სისტემის გამოყენების თაობაზე.
7. აეროვაგზლის შენობაში განსაზღვრული პერიოდულობით გადაიცემა ინფორმაცია უსაფრთხოების წესების თაობაზე, რომელთა შესულება სავალდებულოა როგორც მგზავრებისათვის, ისე სხვა პირებისათვის.
8. სამგზავრო ბილეთების გასაყიდი სააგენტოები/სალაროები და მგზავრთა რეგისტრაციის სხვა ზონების დაპროექტებისა და აღჭურვისას უნდა გამოირიცხოს სამუშაო ზონებში მგზავრებისა და მოქალაქეების დაშვება.
9. სატრანსპორტო საშუალებათა სადგომ(ებ)ი უნდა განთავსდეს აეროვაგზლის შენობიდან სულ მცირე 50 მეტრის დაშორებით.
10. არაკონტროლირებად ზონაში საყურებელი გალერეები ან მოედნები:
ა) პერონზე მდგომი საჰაერო ხომალდისაკენ ან მგზავრთა სარეგისტრაციო ზონისაკენ ხედით, უნდა იყოს აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ;
ბ) უნდა განთავსდეს იზოლირებულად, რათა გამოირიცხოს ამ ზონებიდან საჰაერო ხომალდისკენ საგნების გატყორცნა ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში არასანქცირებული დაშვება.
11. მნახველთა საყურებელ გალერეებში ან მოედნებზე დაშვების კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდეს ამ ზონების დაცვას და, საჭიროების შემთხვევაში, მათ დაკეტვას.
12. მგზავრთა სარეგისტრაციო დახლები, ასევე ადგილები, სადაც ხორციელდება მგზავრების და პერსონალის შემოწმება, საჰაერო ხომალდში მგზავრთა ჩასხდომა და გადმოსხდომა არ უნდა ჩანდეს საყურებელი ზონებიდან.
13. უმეთვალყურეოდ მიტოვებული ბარგი განიხილება როგორც საეჭვო და მის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საავიაციო უშიშროების სამსახურს.
14. მოქალაქეების მიერ გამოყენებული შემნახველი საკნები პროექტდება ისე, რომ საკანში შენახული საგნის აფეთქების შემთხვევაში მინიმუმამდე შემცირდეს აფეთქების შედეგი და მომსახურე პერსონალის არყოფნისას შესაძლებელი გახდეს საკნის საიმედო დაცვა. ყველა საგანს საკანში შესანახად მოთავსებამდე ამოწმებენ აეროპორტის საავიციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები ხელით ან რენტგენული დანადგარით.
15. თუ საჰაერო ხომალდიდან ჩამოტვირთული ბარგი არ იქნა მოთხოვნილი მგზავრის მიერ, ტარდება შესაბამისი ზომები მფლობელის დასადგენად, ხოლო თუ მფლობელი ვერ დადგინდა, ბარგი შემოწმების შემდეგ თავსდება დაცულ სასაწყობო სათავსში, რომელიც აღჭურვილი იქნება სიგნალიზაციით ან სადღეღამისო დაცვით მფლობელისთვის გადაცემამდე ან აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი წესით მის განადგურებამდე
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 23. სააერონავიგაციო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები
თავი V — აეროპორტებისა და აერონავიგაციის საშუალებებისა და სამსახურების, საჰაერო ხომალდების დაცვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. ICAO -სთან კავშირი
- მუხლი 18. აეროპორტების დაცვა
- მუხლი 19. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
- მუხლი 20. დაცული ზონების დაცვის მეთოდები
- მუხლი 21. დაშვების კონტროლი
- მუხლი 22. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები
- მუხლი 24. საერთო დანიშნულების ავიაცია
- მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
- მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
- მუხლი 27. იარაღის (საბრძოლო მასალის) შეტანის უფლება
- მუხლი 28. იძულებით გადასაყვანი პირების ბადრაგირება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 23, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-23/