1. შესაბამისი ორგანო ან დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს იძულებით გადასაყვანი პირების შესახებ. თუ იძულებით გადასაყვანი პირი იგზავნება უკან, გამგზავრების საწყის აეროპორტში, იმის გამო, რომ არა აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება ან დეპორტირებულია, მაშინ საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო აცნობებს დაინტერესებული ქვეყნებისა და დანიშნულების ადგილის კომპეტენტურ ორგანოებს ამ პირის უკან დაბრუნების მოტივებისა და იმ რისკის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მის გადაყვანასთან.
2. საჰაერო ხომალდზე მსჯავრდებულთა ბადრაგირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებობით დადგენილი წესით.
3. საჰაერო ხომალდზე ბადრაგმა შეიძლება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სპეცსაშუალებები, გარდა ცრემლსადენი გაზის ბალონისა და გაზის იარაღის ვაზნებისა.
4. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ბადრაგს განუმარტავს, რომ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მას არა აქვს ფრენის დროს მომხდარი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შემთხვევაში რაიმე სახის საპასუხო მოქმედების განხორციელების უფლება საჰაერო ხომალდის მეთაურის ნებართვის გარეშე, გარდა ბადრაგირებული პირის მიერ განხორციელებული ქმედობისა.
5. ფრენის დროს საჰაერო ხომალდზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აკრძალულია.
6. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას, საჰაერო ხომალდის ბორტზე დაიშვება თანმხლებ პირთან ერთად. განსაკუთრებულ შემთხვევებში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს უფლება აქვს უარი თქვას ასეთი პირის გადაყვანაზე