1. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის ექსპლუატაცია ხორციელდება ამ მოწყობილობების დამამზადებლის მოთხოვნების/რეკომენდაციების და ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ასახული საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პროცედურების შესაბამისად.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი მოწყობილობების ექსპლუატანტი შეიმუშავებს პროფილაქტიკურ-ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის გრაფიკს, რათა შენარჩუნებულ იქნეს მოწყობილობის მუშაობის ეფექტიანობა.
3. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის დამამზადებელი და ექსპლუატანტი აღიარებული უნდა იყოს ICAO-ს ან ICAO-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ და მას უნდა გააჩნდეს ICAO-ს ან ICAO-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციის ან ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.
4. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად გამოყენებული/გამოსაყენებელი მოწყობილობის ექსპლუატანტს უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული და შესაბამისად სერტიფიცირებული პერსონალი ამ მოწყობილობისათვის საჭირო ტექნიკური მომსახურების გასაწევად.
თავი VIII
საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალ