1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს უფლება აქვს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს მოსთხოვოს კონკრეტული რეისისთვის ან რეისების გარკვეული სახეობისათვის დაცვის თანამშრომლების გამოყოფა, თუ ეს აუცილებელია დანიშნულების პუნქტამდე რეისის/რეისების საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად. მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული.
2. უცხო სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებზე შეიარაღებული დაცვის ყოფნის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი სახელმწიფო დიპლომატიური არხებით ათანხმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულ ინფორმაციას გადასცემს ადმინისტრაციას და აეროპორტის ხელმძღვანელობას.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციასთან კონსულტაციების შედეგად, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, აეროპორტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აეროპორტის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაცვის თანამშრომლის მოქმედებათა კონტროლს. ასეთი კონტროლის წესები დეტალურად განისაზღვრება აეროპორტის უშიშროების პროგრამაში, საჰაერო მიმოსვლის სფეროში მთავრობათაშორისი ორმხრივი ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
4. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების საჰაერო ხომალდის ბორტზე საავიაციო უშიშროების შეიარაღებული თანამშრომლების ყოფნა აკრძალულია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა