1. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სამართლებრივი ბაზის, მართლსაწინააღმდეგო ქმედობასთან ბრძოლის მეთოდების და საშუალებების სრულყოფის მიზნით, ადმინისტრაცია თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ნორმებისა და პრაქტიკის კოორდინირებული შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველო სხვა სახელმწიფოებს მათივე თხოვნით წერილობით გადასცემს სახელმწიფო პროგრამის შესაბამის დებულებებსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
3. საქართველოსათვის ცნობილი სარწმუნო ინფორმაცია სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დიპლომატიური არხებით გადაეცემა შესაბამის სახელმწიფოს.
4. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლას საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ახალი მოწყობილობების შექმნისა და ამ კუთხით მიმდინარე კვლევების შესახებ.
5. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სპეციალური ზომები, რომელთა მიღების შესახებ საქართველოს თხოვნით მიმართავს სხვა სახელმწიფო, ხორციელდება პრაქტიკული შესაძლებლობების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ კონკრეტული თხოვნის მიღებამდე განისაზღვრება შესაბამისი პროცედურები და საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და გადაცემაზე ადმინისტრაციის, აეროპორტის და ავიაგადამზიდველის უფლებამოსილი პირები, განსახორციელებელი მოქმედებები, უშიშროების სპეციალური ზომების პარამეტრები და დამატებითი ხარჯების დაფინანსების წყარო.
6. საქართველო თანამშრომლობს ჩიკაგოს კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან კადრების მომზადების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების, ახალი მეთოდების დანერგვისა და სწავლების ეფექტიანობის ამაღლების საკითხებში.
7. საიდუმლო ინფორმაციის დაცვის, მასთან დაშვების ან სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან, გაცვლასთან და გაგზავნასთან დაკავშირებული საკითხები უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 16. სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა
თავი IV — კოორდინაცია და კავშირი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
- მუხლი 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
- მუხლი 12. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კოორდინაცია და კავშირი
- მუხლი 13. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტი
- მუხლი 14. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტი
- მუხლი 15. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი
- მუხლი 17. ICAO -სთან კავშირი
- მუხლი 18. აეროპორტების დაცვა
- მუხლი 19. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
- მუხლი 20. დაცული ზონების დაცვის მეთოდები
- მუხლი 21. დაშვების კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 16, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-16/