ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართით განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ შიდა ფრენებზეც რისკის შეფასების დადგენილ კრიტერიუმებზე დაფუძნებით. რისკის შეფასების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) საერთო რისკი;
ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში, შიდა რეისებისადმი საერთაშორისო რეისებისაგან განსხვავებული მიდგომის არსებობის შესაძლო ნეგატიური შედეგები საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვების საავიაციო უშიშროებისთვის;
გ) მგზავრების, ბარგის, ტვირთის და სხვა პირების/საგნების გადაადგილება, რომელსაც შეიძლება საერთაშორისო ფრენისათვის ჰქონდეს ნეგატიური შედეგები;
დ) გადაყვანა-გადაზიდვების სახე და ხასიათი;
ე) აეროპორტის/აეროდრომის ზომები;
ვ) აეროპორტის საქმიანობის მასშტაბები;
ზ) რისკის ალბათობა;
თ) მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შედეგების შესაძლო ზემოქმედება სხვა სახელმწიფოებზე;
ი) აეროპორტის/აეროდრომის შესაბამისი სამსახუ-რების მზადყოფნა აეროპორტის/აეროდრომის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციის განვითარების შემთხვევაში.
თავი X
გაუთვალისწინებელი ვითარების შემთხვევებში პროგრამებისა და მოქმედებათა კორექტირებ
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 43. შიდა ფრენები
თავი IX — საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. გაცნობითი ფრენები
- მუხლი 11. უცხო სახელმწიფოს ექსპლუატანტის მიერ შესრულებულ ფრენებზე ზედამხედველობა
- მუხლი 4. ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
- მუხლი 7. RNAV/PBN/RNP-ით ფრენების შესასრულებლად სპეციალური ნებართვის გაცემა
- მუხლი 26. EDTO წესებით ფრენების შესრულების მოთხოვნები
- მუხლი 1114. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 37. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საპასუხო მოქმედებების ხელმძღვანელობა
- მუხლი 38. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საპასუხო მოქმედებების მართვა
- მუხლი 39. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას აერონავიგაციის მომსახურება
- მუხლი 40. საპასუხო მოქმედებაში მონაწილე სამინისტრო და განსაკუთრებული ფუნქციები
- მუხლი 41. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ჩადენისას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა
- მუხლი 42. შეტყობინება მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხორციელებისას
- მუხლი 44. საერთო დებულებები
- მუხლი 45. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საფრთხის შესახებ ინფორმაციის შეფასება და გავრცელება
- მუხლი 46. საფრთხის შესახებ ინფორმაციის მიღებისას საპასუხო მოქმედებების კორექტირება
- მუხლი 47. ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განხილვა და ანალიზი
- მუხლი 48. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარჯების დაფინანსება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 43, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-43/