1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა შემოწმების მიზნების მისაღწევად უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. ინდივიდუალურმა გეგმამ უნდა მოიცვას შემოწმების დროს ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების პროცედურები. ინდივიდუალური გეგმა დამტკიცებული უნდა იქნეს მის განხორციელებამდე და, ასევე მყისიერად უნდა დამტკიცდეს მასში ნებისმიერი ცვლილება.
3. შესაძლოა შიდა აუდიტორული შემოწმების სახიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გეგმა ფორმითა და შინაარსით განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგა