1. შიდა აუდიტის სუბიექტი უნდა დაეხმაროს დაწესებულებას ეფექტური კონტროლის მექანიზმების შენარჩუნებაში ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასებისა და მუდმივი სრულყოფის ხელშეწყობის გზით.
2. შიდა აუდიტის სუბიექტმა უნდა შეაფასოს დაწესებულების მმართველობის მიერ რისკების კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობა და ეფექტურობა, ოპერაციულ საქმიანობასა და საინფორმაციო სისტემებში, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
ა) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა;
ბ) ოპერაციებისა და პროგრამების ეფექტურობა და ეფექტიანობა;
გ) აქტივების დაცულობა;
დ) კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ დოკუმენტებთან, ინსტრუქციებთან, პროცედურებსა და კონტრაქტებთან შესაბამისობა.
3. შიდა აუდიტორებმა შემოწმებიდან მიღებული კონტროლის მექანიზმების ცოდნა უნდა გამოიყენონ დაწესებულების კონტროლის პროცესების შეფასებისა