1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა შეადგინოს რისკზე დაფუძნებული წლიური და სტრატეგიული გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დაწესებულების მიზნების შესაბამისად, შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის პრიორიტეტებს.
განმარტება
შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ვალდებულია შეიმუშაოს რისკზე დაფუძნებული სტრატეგიული და წლიური გეგმა. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი მხედველობაში იღებს დაწესებულების რისკის მართვის კონცეპტუალურ საფუძვლებს, მათ შორის, ხელმძღვანელთა მიერ სხვადასხვა საქმიანობასა და დაწესებულების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული რისკის დონეებს, რომელიც დაწესებულებისათვის მისაღებია. თუ ეს კონცეპტუალური საფუძველი არ არსებობს, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი დაწესებულების ხელმძღვანელთან კონსულტაციის შემდეგ იყენებს რისკების შესახებ საკუთარ მსჯელობას.
3. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მისი შედეგები უნდა აისახოს შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
4. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს დაწესებულების გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
5. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას ადგენს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
6. შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში, რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტურობისა და დროულობის შეფასებისთვის, უნდა გაიწეროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
7. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის წინადადებით შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე.
8. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმა მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.
9. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს ან მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი და ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრ