1. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამამ უნდა მოიცვას შიდა და გარე შეფასებები.
2. შიდა შეფასებებმა უნდა მოიცვას:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის შედეგების მიმდინარე მონიტორინგი;
ბ) პერიოდული მიმოხილვები, განხორციელებული თვითშეფასების მეშვეობით, ან დაწესებულებაში არსებული სხვა პირების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ შიდა აუდიტის პრაქტიკის საკმარისი ცოდნა.
განმარტება
მიმდინარე მონიტორინგი წარმოადგენს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ყოველდღიური ზედამხედველობის, მიმოხილვისა და შეფასების განუყოფელ ნაწილს. მიმდინარე მონიტორინგი ჩართულია შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის სამართავად გამოყენებულ ყოველდღიურ პრაქტიკაში. იგი იყენებს პროცესებს, საშუალებებსა და ინფორმაციას, რაც აუცილებელია შიდა აუდიტის არსთან, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსსა და შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად.
პერიოდული მიმოხილვები შიდა აუდიტის არსთან, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსსა და შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად გამოიყენება.
შიდა აუდიტის პრაქტიკის შესახებ საკმარისი ცოდნა მოითხოვს სულ მცირე საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის საფუძვლების ელემენტების გაგებას.
3. გარე შეფასებები უნდა განხორციელდეს სულ მცირე ხუთ წელიწადში ერთხელ, გარედან მოწვეული კვალიფიციური, დამოუკიდებელი მიმომხილველის ან მიმომხილველთა ჯგუფის მიერ. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად უნდა განიხილოს:
ა) უფრო ხშირი გარე შეფასებების საჭიროების საკითხი;
ბ) გარე შემფასებლისა ან შემფასებელთა ჯგუფის კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა, მათ შორის, პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ჩათვლით.
განმარტება
კვალიფიციური გარე მიმომხილველი ან მიმომხილველთა ჯგუფი ავლენს კომპეტენტურობას შიდა აუდიტის საქმიანობისა და გარე შეფასების პროცესში. კომპეტენტურობის დემონსტრირება ხდება გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის ნაზავით. მსგავსი ზომის, სირთულის, სექტორის ან დარგის დაწესებულებებსა და ტექნიკურ საკითხებში მიღებული გამოცდილება უფრო ღირებულია, ვიდრე ნაკლებად შესაბამისი გამოცდილება. მიმომხილველთა ჯგუფის თითოეულ წევრს არ მოეთხოვება ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, არამედ მთელი ჯგუფი ერთობლიობაში უნდა იყოს კვალიფიციური. შიდა აუდიტის უფროსი პროფესიული მსჯელობის შედეგად, აფასებს მიმომხილველის ან მიმომხილველთა ჯგუფის საკმარისად კომპეტენტურობას, რათა ჩაითვალოს კვალიფიციურად.
დამოუკიდებელი მიმომხილველი ან მიმომხილველთა ჯგუფი ნიშნავს ფაქტობრივი და ხილული ინტერესთა კონფლიქტის არარსებობას. იგი არ მიეკუთვნება და არ არის იმ დაწესებულების კონტროლის ქვეშ, რომელსაც შიდა აუდიტის სუბიექტი ეკუთვნი