1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი დაწესებულებაში ანგარიშგებას უნდა წარადგენდეს დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე, რომელიც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სუბიექტის პასუხისმგებლობათა განხორციელებას.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციურ და ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას.

განმარტება
ორგანიზაციული დამოუკიდებლობა ეფექტურად მიიღწევა, როცა შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ფუნქციურად ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე. ფუნქციური ანგარიშვალდებულების მაგალითებია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ:
ა) შიდა აუდიტის დებულების დამტკიცება;
ბ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების დამტკიცება;
გ) შიდა აუდიტის უფროსისაგან ინფორმაციის მიღება შიდა აუდიტის სუბიექტის მუშაობის მიმდინარეობის შესახებ;
დ) შიდა აუდიტის უფროსის წარდგინებით შიდა აუდიტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
3. შიდა აუდიტის სუბიექტი შიდა აუდიტის ფარგლების განსაზღვრის, სამუშაოს შესრულებისა და შედეგების წარდგენის დროს დამოუკიდებელი უნდა იყოს ჩარევისგან.
4. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს პირდაპირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს დაწესებულების ხელმძღვანელთა