შიდა აუდიტის სუბიექტი და შიდა აუდიტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ობიექტურად ასრულებდეს თავის საქმიანობას.

განმარტება
დამოუკიდებლობა არის იმ შეზღუდვებისაგან თავისუფლება, რომლებიც საფრთხეს უქმნის შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტორული პასუხისმგებლობის მიუკერძოებლად შესრულების შესაძლებლობას. შიდა აუდიტის სუბიექტზე დაკისრებულ პასუხისმგებლობათა ეფექტიანად შესასრულებლად აუცილებელი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს უნდა ჰქონდეს პირდაპირი და შეუზღუდავი წვდომა დაწესებულების ხელმძღვანელთან.
ობიექტურობა არის მიუკერძოებელი დამოკიდებულება, რაც შიდა აუდიტორებს შესაძლებლობას აძლევთ განახორციელონ საქმიანობა ისე, რომ სჯეროდეთ თავიანთი საქმიანობის და არ დაუშვან ხარისხთან დაკავშირებული კომპრომისები. ობიექტურობა მოითხოვს, რომ შიდა აუდიტორებმა არ დაუქვემდებარონ აუდიტის საკითხებთან დაკავშირებული მსჯელობა სხვებს.
დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებული საფრთხეები უნდა იმართებოდეს თითოეული შიდა აუდიტორის, აუდიტორული შემოწმების, ფუნქციურ და ორგანიზაციულ დონეებზე