1. შიდა აუდიტორებმა უნდა გამოიჩინონ პროფესიონალური დამოკიდებულება და უნარ‑ჩვევები, ისე, როგორც მოეთხოვება გონივრულ, წინდახედულ, კომპეტენტურ შიდა აუდიტორს. სამუშაოსადმი პროფესიონალური დამოკიდებულება არ გულისხმობს უშეცდომობას.
2. შიდა აუდიტორებმა უნდა გამოიჩინონ საქმისადმი სათანადო პროფესიონალური დამოკიდებულება, შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:
ა) სამუშაოს მოცულობა, რომელიც საჭიროა საქმიანობის მიზნების მისაღწევად;
ბ) საკითხების შედარებითი სირთულე, არსებითობა და მნიშვნელობა;
გ) მმართველობითი, რისკის მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და ეფექტურობა;
დ) მნიშვნელოვანი შეცდომების, თაღლითობის, ან შეუსაბამობის ალბათობა;
ე) გაწეული ხარჯი პოტენციურ სარგებელთან მიმართებაში.
3. პროფესიონალური დამოკიდებულების გამოვლენის დროს, შიდა აუდიტორებმა უნდა განიხილონ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აუდიტისა და მონაცემთა ანალიზის სხვა მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა.
4. შიდა აუდიტორებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ დაწესებულების მნიშვნელოვან რისკებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ დაწესებულების მიზნებზე, ამოცანებზე, ოპერაციებსა და რესურსებზე, თუმცა მათ მიერ განხორციელებული პროფესიონალური ქმედებები არ იძლევა ყველა მნიშვნელოვანი რისკის გამოვლენის გარანტიას.
5. შიდა აუდიტორებმა პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა გამოიჩინონ შიდა აუდიტორული შემოწმების გაწევისას, შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:
ა) დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნები და მოლოდინი, მათ შორის, შიდა აუდიტორული შემოწმების სახე, შესრულების ვადა და შედეგების წარდგენის ფორმა;
ბ) სამუშაოს შედარებითი სირთულე და მოცულობა, რაც აუცილებელია შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნების მისაღწევად;
გ) გაწეული ხარჯი პოტენციურ სარგებელთან მიმართებაშ