1. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის მიზანი, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა განისაზღვრება შიდა აუდიტის სუბიექტის დებულებით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონს, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსსა და შიდა აუდიტის სტანდარტებს. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა პერიოდულად უნდა განიხილოს შიდა აუდიტის დებულება და მასში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით წარუდგინოს წინადადებები დაწესებულების ხელმძღვანელს.

განმარტება
შიდა აუდიტის დებულება არის სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის სუბიექტის მიზანს, უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას. შიდა აუდიტის დებულებით განისაზღვრება შიდა აუდიტის სუბიექტის სტატუსი დაწესებულებაში, ასევე შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის ფუნქციონალური ანგარიშვალდებულების არსი დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე; ჩანაწერებთან, თანამშრომლებთან და მატერიალურ/არამატერიალურ ქონებასთან (აქტივებთან) წვდომის უფლებამოსილება შესაბამისი შიდა აუდიტორული შემოწმების შესრულებისას ასევე დებულებით დგინდება შიდა აუდიტის საქმიანობის ფარგლები. შიდა აუდიტის დებულებას ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
2. შიდა აუდიტის დებულებაში შიდა აუდიტის არსი, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და შიდა აუდიტის სტანდარტები აღიარებული უნდა იქნეს სავალდებულო წესით