1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა შესაძლოა განაცხადოს, რომ შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტის სტანდარტებს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგები ადასტურებს ამ განცხადებას.

განმარტება
როცა შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა აღწევს შიდა აუდიტის არსით, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსითა და შიდა აუდიტის სტანდარტებით აღწერილ შედეგებს, იგი შეესაბამება შიდა აუდიტის სტანდარტებს. ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგები მოიცავს შიდა და გარე შეფასებით მიღებულ შედეგებს. ყველა შიდა აუდიტის სუბიექტს ექნება შიდა შეფასების შედეგები. შიდა აუდიტის სუბიექტებს, რომლებიც არსებობენ სულ მცირე ხუთი წლის მანძილზე, აგრეთვე ექნებათ გარე შეფასების შედეგები.
2. თუ შიდა აუდიტის არსთან, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან, ან შიდა აუდიტის სტანდარტებთან შეუსაბამობა გავლენას ახდენს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობაზე, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა ეს შეუსაბამობა და მისი შედეგი უნდა მოახსენოს დაწესებულების ხელმძღვანელს.

თავი IIსაქმიანობის სტანდარტე