1. თუკი დამოუკიდებლობა ან ობიექტურობა ფაქტობრივად ან გარეგნულად შეიზღუდა, ეს გამჟღავნებული უნდა იყოს დაწესებულების ხელმძღვანელთან. გამჟღავნების ფორმა დამოკიდებულია შეზღუდვის სახეზე.
განმარტება
ორგანიზაციულ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაზე ზიანი შესაძლოა მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, პირადი ინტერესთა კონფლიქტით, თანამშრომლებზე, საკუთრებაზე, რესურსებზე, მათ შორის, დაფინანსებასა და ჩანაწერებზე წვდომის შეზღუდვებით.
2. შიდა აუდიტორებმა თავი უნდა შეიკავონ იმ ოპერაციების შემოწმებისა და შეფასებისაგან, რომელთა შესრულებაზეც ისინი წარსულში იყვნენ პასუხისმგებელნი.
3. იმ საქმიანობის შემოწმება, რომლისთვისაც პასუხისმგებელია შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი, უნდა განხორციელდეს შიდა აუდიტის სუბიექტის გარეთ მყოფი მესამე მხარის მეთვალყურეობით.
4. შიდა აუდიტორებს უფლება აქვთ გასწიონ კონსულტაცია იმ ოპერაციების თაობაზე, რომელთა შესრულებისათვისაც ისინი წარსულში იყვნენ პასუხისმგებელნი.
5. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტორებს დამოუკიდებლობა და ობიექტურობა შეეზღუდებათ შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების დროს, ეს ფაქტი დაწესებულების ხელმძღვანელთან გამჟღავნებული უნდა იქნეს მისი გამოვლენისთანავ