შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა ეფექტურად უნდა მართოს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა, რათა დარწმუნდეს, რომ იგი დამატებითი სარგებლის მომცემია დაწესებულებისათვის.
განმარტება
შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა ეფექტურად იმართება, როცა:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის შედეგები აღწევს შიდა აუდიტის დებულებით განსაზღვრულ მიზანსა და ამოცანებს;
ბ) შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება შიდა აუდიტის არსსა და შიდა აუდიტის სტანდარტებს;
გ) შიდა აუდიტორები წარმოაჩენენ შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსსა და შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობას.
შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობას სარგებელი მოაქვს დაწესებულებისათვის, როცა ის ხელს უწყობს მმართველობის, რისკის მართვისა და შიდა კონტროლის პროცესების ეფექტიანობის ამაღლება