შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა, ხელმძღვანელთან შეთანხმებული სიხშირით, უნდა წარუდგინოს მას ანგარიში გეგმასთან მიმართებაში შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის მიზნის, უფლებამოსილებისა და ამოცანების შედეგის შესახებ. ანგარიშმა ასევე უნდა მოიცვას მნიშვნელოვან რისკებსა და შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, თაღლითობის რისკები, მმართველობითი საკითხები და სხვა, რაც მოთხოვნილია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

განმარტება
ანგარიშის წარდგენის სიხშირე და შინაარსი განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელთან განხილვის დროს და დამოკიდებულია დაწესებულების ხელმძღვანელისადმი მიწოდებული ინფორმაციის მნიშვნელოვნობასა და მათი მხრიდან განსახორციელებელი ქმედებების სისწრაფეზ