1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა შეაფასოს და გასწიოს სათანადო რეკომენდაციები მმართველობითი პროცესის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეულ იქნეს შემდეგი მიზნები:
ა) დაწესებულებაში სათანადო ეთიკისა და ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობა;
ბ) დაწესებულების საქმიანობის შედეგების მართვის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
გ) დაწესებულების შესაბამის თანამშრომლებზე რისკისა და კონტროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
დ) ჰარმონიზაციის ცენტრს, გარე და შიდა აუდიტორებსა და ხელმძღვანელობას შორის ინფორმაციის გაცვლა და მათი საქმიანობის კოორდინაცია.
2. შიდა აუდიტის სუბიექტმა უნდა შეაფასოს დაწესებულების ეთიკასთან დაკავშირებული მიზნების, პროგრამებისა და საქმიანობების მიმართულებები, შესრულება და ეფექტიანობა.
3. შიდა აუდიტის სუბიექტმა უნდა შეაფასოს უზრუნველყოფს თუ არა დაწესებულების საინფორმაციო ტექნოლოგიების მმართველობა დაწესებულების სტრატეგიებისა და მიზნების შესრულებას
შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.09.2011
მუხლი 20. მმართველობა
თავი II — საქმიანობის სტანდარტები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. „შეესაბამება შიდა აუდიტის სტანდარტებს“ ფრაზის გამოყენება
- მუხლი 13. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის მართვა
- მუხლი 15. შიდა აუდიტის დაგეგმვა
- მუხლი 16. რესურსების მართვა
- მუხლი 17. კოორდინაცია
- მუხლი 18. ანგარიშგება დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე
- მუხლი 21. რისკის მართვა
- მუხლი 22. კონტროლი
- მუხლი 23. შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვა და მიზნები
- მუხლი 24. შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლები
- მუხლი 26. შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №1015, 30.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2260901/muxli-20/