1. შიდა აუდიტორული შემოწმების დაგეგმვისას შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა განიხილოს:
ა) შიდა აუდიტის ობიექტის მიზნები და მისი საქმიანობის შედეგის კონტროლის საშუალებები;
ბ) შიდა აუდიტის ობიექტის მიზნებთან, რესურსებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები, ასევე რისკის შესაძლო ზეგავლენის მისაღებ დონეზე შენარჩუნების საშუალებები;
გ) შიდა აუდიტის ობიექტის რისკის მართვისა და კონტროლის პროცესების ადეკვატურობა და ეფექტურობა შესაბამისი კონტროლის მოდელთან შედარებით;
დ) შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობის მართვისა და კონტროლის პროცესების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესაძლებლობები.
2. მიზნები განსაზღვრული უნდა იქნეს თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმების დროს.
3. შიდა აუდიტორებმა უნდა განახორციელონ შიდა აუდიტის ობიექტის შესაბამისი რისკების წინასწარი შეფასება. შემოწმების მიზნებში უნდა აისახოს ამ შეფასების შედეგები.
4. შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნების შემუშავების დროს, შიდა აუდიტორებმა უნდა გაითვალისწინონ მნიშვნელოვანი შეცდომების, თაღლითობის, შეუსაბამობისა და სხვა რისკების ალბათობა.
5. შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების ღირებულებებს, სტრატეგიებსა და ამოცანებ