შიდა აუდიტორებმა უნდა განახორციელონ საკმარისი, საიმედო, შესაბამისი და სასარგებლო ინფორმაციის იდენტიფიკაცია და შეგროვება შემოწმების მიზნების მისაღწევად.
განმარტება
საკმარისი ინფორმაცია ეფუძნება ფაქტებს, არის ადეკვატური და იმდენად დამაჯერებელი, რომ საღად მოაზროვნე და ინფორმირებული ნებისმიერი პირი მივა იგივე დასკვნამდე, როგორზეც მივიდოდა შიდა აუდიტორი. საიმედო ინფორმაცია სათანადო მომსახურების ტექნიკის გამოყენების შედეგად ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი ინფორმაციაა. შესაბამისი ინფორმაცია პასუხობს შემოწმების შედეგად არსებულ დაკვირვებებსა და რეკომენდაციებს და შეესაბამება შემოწმების მიზნებს. სასარგებლო ინფორმაცია ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაშ