1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა განახორციელოს შემოწმების შედეგების მიწოდება შესაბამის მხარეებზე.
2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი პასუხისმგებელია საბოლოო შედეგების იმ მხარეებისათვის მიწოდებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ შედეგების სათანადოდ განხილვას და თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენას შედეგებთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3. შედეგების დაწესებულების გარეთ გავრცელებამდე შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა:
ა) შეაფასოს დაწესებულებისათვის შესაძლო მოსალოდნელი რისკი;
ბ) განახორციელოს კონსულტაცია დაწესებულების ხელმძღვანელთან;
გ) მოახდინოს შედეგების გავრცელებაზე კონტროლი მათ გამოყენებაზე შეზღუდვის დაწესების გზით.
4. შიდა აუდიტორული შემოწმების დროს შესაძლოა გამოვლინდეს პრობლემები მმართველობითი, რისკის მართვისა და კონტროლის სფეროებში. როცა ეს საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწესებულებისათვის, მათი წარდგენა უნდა მოხდეს დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშ