1. შიდა აუდიტორებმა შესაბამისი ინფორმაციის დოკუმენტირება უნდა განახორციელონ შიდა აუდიტორული ანგარიშებისა და შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების დასასაბუთებლად.
2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა გააკონტროლოს შემოწმების მონაცემებზე წვდომა. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა ამგვარი მონაცემების გარეშე პირთათვის გადასაცემად უნდა მოიპოვოს დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა შეიმუშაოს შემოწმების შედეგად მონაცემთა შენახვის მოთხოვნები, მიუხედავად თითოეული მონაცემის შენახვის საშუალებისა. აღნიშნული შენახვის მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის მარეგულირებელ აქტებსა და სხვა მოთხოვნებს.
4. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა შეიმუშაოს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად მოპოვებულ მონაცემთა შენახვის მართვისა და ასევე მათი შიდა და გარეშე პირებზე გავრცელების პოლიტიკა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის მარეგულირებელ აქტებსა და სხვა მოთხოვნებ