1. შიდა აუდიტორებმა უნდა განახორციელონ შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმირება. ინფორმაციამ უნდა მოიცვას შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნები, ფარგლები და, ასევე შესაბამისი შეფასებები, რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმები.
2. შიდა აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობისა და შუალედური შედეგების შესახებ ინფორმირება შიდა აუდიტორული შემოწმების სახისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის.
3. მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, ობიექტური, გასაგები, ლაკონური, კონსტრუქციული, სრული და დროული.
განმარტება
ზუსტად მიწოდებული ინფორმაცია თავისუფალია შეცდომებისა და ცდომილებებისაგან და ფაქტების ჩვენებით არის გამყარებული. ობიექტური კომუნიკაციები არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და წარმოადგენს სამართლიანად განწყობილი და გაწონასწორებული ყველა შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების შეფასების შედეგს. მკაფიო კომუნიკაცია არის ადვილად გასაგები, ლოგიკური, არ მოიცავს უსარგებლო ტექნიკურ ტერმინოლოგიას და სრულად იძლევა მნიშვნელოვანსა და შესაბამის ინფორმაციას. მოკლე კომუნიკაციები ეხება განსახილველ საკითხს და არ მოიცავენ არააუცილებელ გადახვევებს, ზედმეტ დეტალებს, გადაჭარბებასა და უხვსიტყვაობას. კონსტრუქციული კომუნიკაციები არის სასარგებლო შიდა აუდიტის ობიექტისა და დაწესებულებისთვის და იძლევა საჭირო გაუმჯობესებებს. დროული კომუნიკაციები არის კეთილსაიმედო და მიზნობრივი, საკითხის მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე, რათა შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელსა და დაწესებულების ხელმძღვანელს კორექციის განხორციელების საშუალება მიეცეს.
4. თუ საბოლოო ინფორმაცია მოიცავს მნიშვნელოვან შეცდომას ან გამოტოვებას, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა განახორციელოს შესწორებული ინფორმაციის მიწოდება ყველა მხარეზე, რომელთაც მიიღეს პირველადი ინფორმაცი