1. შიდა აუდიტის სუბიექტმა უნდა შეაფასოს რისკის მართვის პროცესების ეფექტურობა და ხელი შეუწყოს მათ გაუმჯობესებას.

განმარტება
რისკის მართვის პროცესების ეფექტურობის განსაზღვრა ეფუძნება შიდა აუდიტის მიერ განხორციელებული შეფასებიდან გამომდინარე მსჯელობას, რომ:
ა) დაწესებულების მიზნები ეხმიანება და შესაბამისობაშია მის ამოცანებთან;
ბ) გამოვლენილი და შეფასებულია არსებითი რისკები;
გ) შეირჩევა რისკის მიმართ სათანადო მიდგომები, რომლებიც შეუსაბამებენ რისკებს დაწესებულების რისკის დონეს, რომელიც დაწესებულებისათვის მისაღებია;
დ) შესაბამისი რისკების შესახებ ინფორმაცია გროვდება და დროულად გადაეცემა დაწესებულებაში შემავალ ერთეულებს, რაც თანაშრომლებსა და ხელმძღვანელებს ეხმარება თავიანთი ფუნქციების შესრულებაში.
რისკის მართვის პროცესების მონიტორინგი ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელობის მიმდინარე საქმიანობის ჩარჩოებში, სპეციალური შეფასების დახმარებით, ან ორივეს ერთად გათვალისწინებით.
2. შიდა აუდიტის სუბიექტმა უნდა შეაფასოს დაწესებულების მმართველობით სისტემასთან, ოპერაციებთან და საინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული რისკები შემდეგ საკითხებთან მიმართებაში:
ა) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის სანდოობა და უტყუარობა;
ბ) ოპერაციებისა და პროგრამების ეფექტურობა და ეფექტიანობა;
გ) აქტივების დაცულობა;
დ) კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ დოკუმენტებთან, ინსტრუქციებთან, პროცედურებსა და კონტრაქტებთან შესაბამისობა.
3. შიდა აუდიტის სუბიექტმა უნდა შეაფასოს თაღლითობის არსებობის ალბათობა, და თუ როგორ მართავს დაწესებულების ხელმძღვანელობა თაღლითობის რისკს.
4. შიდა აუდიტორებმა შემოწმებიდან მიღებული რისკების თაობაზე ცოდნა უნდა გამოიყენონ დაწესებულების რისკის მართვის პროცესების შეფასებაში.
5. დაწესებულების ხელმძღვანელისათვის რისკის მართვის პროცესების ჩამოყალიბებაში ან გაუმჯობესებაში დახმარების გაწევისას, შიდა აუდიტორებმა თავი უნდა შეიკავონ რისკების მართვაში ჩარევისგან, რაც დაწესებულების ხელმძღვანელის უშუალო კომპეტენცია