1. შიდა აუდიტორებმა საქმიანობა უნდა განახორციელონ კვალიფიციურად და სათანადო პროფესიონალურ დონეზე.
2. შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა, უნარ-ჩვევები და სხვა საჭირო შესაძლებლობები ინდივიდუალურ ვალდებულებათა შესასრულებლად. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განსახორციელებლად შიდა აუდიტორები კოლექტიურად უნდა ფლობდნენ ან მოიპოვებდნენ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და სხვა შესაძლებლობებს.

განმარტება
ცოდნა, უნარები და სხვა შესაძლებლობები – პროფესიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ტერმინია, რაც უკავშირდება კოლექტიურად შიდა აუდიტორების პროფესიულ კომპეტენტურობას მათ მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის ეფექტიანად შესასრულებლად. შიდა აუდიტორებისათვის რეკომენდებულია მათი კვალიფიკაციის წარმოჩენა სათანადო პროფესიული სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციების მეშვეობით.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უნდა მიიღოს კომპეტენტური რჩევა, როდესაც შიდა აუდიტორებს არა აქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები და სხვა შესაძლებლობები თავიანთი საქმიანობის სრულად ან მისი ნაწილის შესასრულებლად.
4. შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ შეაფასონ თაღლითობის რისკი და დაწესებულების მიერ მისი მართვის ღონისძიებები, მაგრამ მათ არ მოეთხოვებათ ჰქონდეთ იმ სახის პროფესიული ცოდნა, რომლის უმთავრესი ამოცანაა თაღლითობის გამოვლენა და გამოძიება.
5. შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უმთავრესი რისკების, კონტროლის მექანიზმებისა და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდების საკმარისი ცოდნა იმისათვის, რომ შეასრულონ დაკისრებული ფუნქცია. თუმცა, ყველა აუდიტორს არ მოეთხოვება, რომ ჰქონდეს იმ შიდა აუდიტორის ექსპერტული ცოდნა, რომლის უმთავრესი პასუხისმგებლობაა საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტი.
6. თუ შიდა აუდიტორებს არა აქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები და სხვა შესაძლებლობები საქმიანობის სრულად ან მისი ნაწილის შესასრულებლად, შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა უარი უნდა თქვას შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებაზე, ან მიიღოს კომპეტენტური რჩევ