შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსმა დაწესებულების ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგების შესახებ.

განმარტება
ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგების ფორმა, შინაარსი და სიხშირე დგინდება დაწესებულების ხელმძღვანელთან გამართული დისკუსიების შედეგად შიდა აუდიტის დებულებაში მოცემული შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობისა და შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. შიდა აუდიტის არსთან, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსსა და შიდა აუდიტის სტანდარტებთან შესაბამისობის წარმოჩენის მიზნით, გარე და პერიოდული შიდა შეფასების შედეგების მიწოდება ხდება ამ შეფასებების დასრულებისთანავე, ხოლო მიმდინარე მონიტორინგის შედეგები მიეწოდება სულ მცირე ყოველწლიურად. შედეგები მოიცავს მიმომხილველის ან მიმომხილველთა ჯგუფის შეფასებებს შესაბამისობის ხარისხთან დაკავშირები