შიდა აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ განუხრელი, ობიექტური პოზიციები და თავი აარიდონ ინტერესთა კონფლიქტს.

განმარტება
ინტერესთა კონფლიქტი ისეთი გარემოებაა, რომელშიც შიდა აუდიტორს აქვს კონკურენტული, პროფესიონალური ან პირადი ინტერესი. მსგავს კონკურენტულ ინტერესებს შეუძლია გაართულოს შიდა აუდიტორის ვალდებულებების მიუკერძოებლად შესრულება. ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს არაეთიკური ან არასათანადო ქმედებების გარეშეც. ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა წარმოშვას არასათანადო აღქმა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შიდა აუდიტორის, მისი პროფესიისა და შიდა აუდიტის სუბიექტის მიმართ ნდობის დაკარგვა. ინტერესთა კონფლიქტმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს შიდა აუდიტორის შესაძლებლობას, ობიექტურად შეასრულოს თავისი მოვალეობა და პასუხისმგებლობ