ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის გაცემის ორგანიზება;

ბ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის შესაბამისად ობიექტებზე ზედამხედველობისა და ინსპექტირების განხორციელება;

გ) უწყებრივ რეესტრში ობიექტის რეგისტრაცია;

დ) ავარიის, უბედური შემთხვევის ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში ობიექტის სავალდებულო ინსპექტირება კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) დამრღვევისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის პროცედურის ორგანიზება;

ვ) ობიექტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტური კონტროლი ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და საინსპექციო ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;

ზ) მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სამინისტროს, როგორც კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის პროცედურების ორგანიზება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ) თავისი საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;

ი) ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად;

კ) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

ლ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ