სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემულ ობიექტებზე, გარდა იმ ობიექტებისა, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა;

ბ) სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) ნორმატიული, მეთოდური და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

დ) კონტროლს დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტების ზედამხედველობა კომპეტენციის ფარგლებში;

ე) საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის დამკვეთისათვის ან სამშენებლო ორგანიზაციისათვის საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნა;

ვ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ;

ზ) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, დამკვეთისათვის ან სამშენებლო ორგანიზაციისათვის დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარების მოთხოვნის უზრუნველყოფა;

თ) მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობის გაცემული მითითების პირობებთან შესაბამისობის ასახვის მიზნით შემოწმების აქტის შედგენა;

ი) სამშენებლო სამართალდარღვევთა მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გატარების ორგანიზება;

კ) რთულ ობიექტებზე ზედამხედველობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მოწვევის საჭიროების შესახებ დეპარტამენტის უფროსის წინაშე შუამდგომლობა/ინფორმირება;

ლ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ