2. ურბანული ჩამდინარე წყლების სანაპირო წყლებში ჩაშვება აგლომერაციებიდან 10000-დან 150 000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტით, ხოლო აგლომერაციებიდან 2000-დან 10000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტით - ესტუარებში, რომლებიც პირველი აბზაცით განსაზღვრულ ზონებში მდებარეობს, შესაძლოა, დაექვემდებაროს მე-4 მუხლში აღწერილზე ნაკლებად მკაცრ გაწმენდას იმის გათვალისწინებით, რომ:

- ასეთი ჩამონადენი გაივლის სულ მცირე პირველად გაწმენდას მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დანართში I D მითითებული საკონტროლო პროცედურების შესაბამისად,- კომპლექსური კვლევები მიუთითებს, რომ ასეთი ჩამონადენი არ მოახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა მიაწოდონ ყველა შესაბამისი ინფორმაცია ზემოხსენებულ კვლევებთან დაკავშირებით.

3. თუკი კომისია დაადგენს, რომ მე-2 აბზაცში მითითებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული, მან საბჭოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი წინადადება.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნაკლებსენსიტიური ზონების იდენტიფიკაცია გადაიხედოს არაუმეტეს ოთხწლიანი ინტერვალებით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ზონებმა, რომლებიც აღარ არის იდენტიფიცირებული როგორც ნაკლებსენსიტიური, შვიდი წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები, ვითარებისდა შესაბამისა