2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საკოლექტორო სისტემებში შემავალი ურბანული ჩამდინარე წყლები სენსიტიურ ზონებში ჩაშვებამდე მე-4 მუხლში აღწერილზე უფრო მკაცრ გაწმენდას დაექვემდებაროს, არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა, ყველა სახის ჩამონადენისთვის იმ აგლომერაციებიდან, სადაც მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ს აღემატება.

3. მე-2 აბზაცში აღწერილი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩამონადენი უნდა აკმაყოფილებდეს დანართი I B-ს შესაბამის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

4. ამასთან, მე-2 და მე-3 აბზაცებში მითითებული მოთხოვნები ინდივიდუალური ნაგებობებისთვის არ ვრცელდება იმ სენსიტიურ ზონებზე, სადაც შეიძლება იმის ჩვენება, რომ ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ყველა ნაგებობის საერთო დატვირთვის მინიმალური პროცენტული შემცირება აღნიშნულ ზონაში არანაკლებ 75%-ს შეადგენს ფოსფორის საერთო ოდენობის და არანაკლებ 75%-ს აზოტის საერთო ოდენობისთვის.

5. ჩამონადენი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან, რომლებიც სენსიტიური ზონების შესაბამის წყალშემკრებ აუზებში მდებარეობს და იწვევს ამ ზონების დაბინძურებას, ექვემდებარება მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცების დებულებებს.

იმ შემთხვევებში, როდესაც ზემოთ ხსენებული წყალშემკრები აუზები მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა წევრ სახელმწიფოშია განლაგებული, მოქმედებს მე-9 მუხლი.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სენსიტიური ზონების იდენტიფიკაცია გადაიხედოს არაუმეტეს ოთხწლიანი ინტერვალებით.

7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-6 აბზაცის შესაბამისად სენსიტიურად განსაზღვრული ზონები შვიდი წლის განმავლობაში აკმაყოფილებდეს ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს.

8. წევრი სახელმწიფო არ არის ვალდებული, განსაზღვროს სენსიტიური ზონები ამ დირექტივის მიზნებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ის ახორციელებს მე-2, მე-3 და მე-4 აბზაცებით დადგენილ გაწმენდას მთელ თავის ტერიტორიაზ