2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიაწოდონ კომისიას ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ არაუგვიანეს 1994 წლის 30 ივნისისა.

3. წევრმა სახელმწიფოებმა, საჭიროების შემთხვევაში, კომისიას უნდა მიაწოდონ მე-2 პუნქტში აღწერილი განახლებული ინფორმაცია 30 ივნისამდე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

4. ეროვნული პროგრამების შესახებ ანგარიშების წარდგენის მეთოდები და ფორმატები უნდა განისაზღვროს მე-18 მუხლში გაწერილი წესის შესაბამისად.  ამ მეთოდებსა და ფორმატებში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების დამტკიცება ხდება იმავე წესის დაცვით.

5. კომისიამ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა განიხილოს და შეაფასოს მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით მიღებული ინფორმაცია და გამოაქვეყნოს შესაბამისი ანგარიშ