შედგენილია ბრიუსელში, 1991 წლის 21 მაისს
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
რ. სტაიხენი
დანართი I
მოთხოვნები ურბანული ჩამდინარე წყლებისთვის
A. საკოლექტორო სისტემები ([6])
საკოლექტორო სისტემები უნდა ითალისწინებდეს ჩამდინარე წყლების გაწმენდის მოთხოვნებს.
საკოლექტორო სისტემების დაპროექტება, აგება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საუკეთესო ტექნიკური ცოდნის შესაბამისად, რაც არ იწვევს გადაჭარბებულ ხარჯებს, კერძოდ შემდეგთან მიმართებაში:
–
ურბანული ჩამდინარე წყლების მოცულობა და მახასიათებლები,–
გაჟონვის პრევენცია,–
ჭარბი სანიაღვრე წყლების შედეგად წყლის მიმღები ობიექტების დაბინძურების შეზღუდვა.
B. ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან წყლის მიმღებ ობიექტებში ჩაშვება (')
1. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები უნდა დაპროექტდეს ან შეიცვალოს ისე, რომ შემომავალი ჩამდინარე წყლების ან გაწმენდილი ჩამდინარე წყლების რეპრეზენტატიული ნიმუშების მოპოვება შესაძლებელი იყოს წყლის მიმღებ ობიექტებში ჩაშვებამდე.
2. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან ჩამონადენი, რომელიც მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად გაწმენდას ექვემდებარება, უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში 1 წარმოდგენილ მოთხოვნებს.
3. ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან იმ სენსიტიურ ზონებში ჩაშვება, რომლებიც ექვემდებარება აითროფიკაციას, III (ა) დანართის შესაბამისად, დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-2 ცხრილში წარმოდგენილ მოთხოვნებს.
4. სადაც საჭიროა, უნდა გავრცელდეს იმაზე მკაცრი მოთხოვნები, ვიდრე 1-ლ და/ან მე-2 ცხრილებშია მითითებული, იმისათვის, რომ წყლის მიმღებმა ობიექტებმა დააკმაყოფლოს ნებისმიერი სხვა შესაბამისი დირექტივა.
5. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების პუნქტები უნდა შეირჩეს რაც შეიძლება შორს ისე, რომ წყლის მიმღებ ობიექტზე გავლენა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
C. სამრეწველო ჩამდინარე წყლები
საკოლექტორო სისტემებსა და ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობებში შემავალი სამრეწველო ჩამდინარე წყლები ექვემდებარება ისეთ წინასწარ დამუშავებას, როგორიც საჭიროა იმისათვის, რომ:
- დაცული იყოს საკოლექტორო სისტემებსა და გამწმენდ ნაგებობებში მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობა,- უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ დაზიანდება საკოლექტორო სისტემები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობა,- უზრუნველყოფილი იყოს, რომ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მუშაობა და ლექის გაწმენდა ხდება დაბრკოლებების გარეშე,- უზრუნველყოფილი იყოს, რომ გამწმენდი ნაგებობებიდან ჩაშვება უარყოფით გავლენას არ ახდენს გარემოზე, ან რომ წყლის მიმღებ ობიექებზე არ მოქმედებს ისე, რომ ისინი ვეღარ შეესაბამებოდეს ევროგაერთიანების სხვა დირექტივებს,- უზრუნველყოფილი იყოს, რომ ლექის განთავსება ხდება უსაფრთხოდ, გარემოსთვის მისაღები სახით.
D. ეტალონური მეთოდები შედეგების მონიტორინგისა და შეფასებისთვის
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გამოიყენებოდეს მონიტორინგის მეთოდი, რომელიც სულ მცირე შეესაბამება ქვემოთ აღწერილი მოთხოვნების დონეს.
მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში ნახსენებისგან განსხვავებული მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს იმ პირობით, რომ შესაძლებელი იყოს მიღწეული ეკვივალენტური შედეგების დემონსტრირება.
წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია გამოყენებულ მეთოდთან დაკავშირებით. თუკი კომისია დაადგენს, რომ მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული პირობები არ არის დაკმაყოფილებული, იგი საბჭოს წარუდგენს სათანადო შეთავაზებას.
2. დინების პროპორციული ან დროზე დაფუძნებული 24 საათიანი ნიმუშები უნდა შეგროვდეს იმავე სწორად განსაზღვრულ პუნქტზე გამწმენდი ნაგებობის გამოსასვლელში და საჭიროების შემთხვევაში მის შემშვებ მილში იმისათვის, რომ მოხდეს ჩაშვებული ჩამდინარე წყლებისთვის ამ დირექტივით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.
უნდა გამოიყენოთ კარგი საერთაშორისო ლაბორატორიის პრაქტიკა, რომელიც მიზნად ისახავს შეგროვებიდან ანალიზამდე შუალედში ნიმუშების ლპობის მინიმუმამდე დაყვანას.
3. ნიმუშების ყოველწლიური მინიმალური რაოდენობა გამწმენდი ნაგებობის სიდიდით უნდა განისაზღვროს და რეგულარული ინტერვალებით შეგროვდეს წლის განმავლობაში:
— 2 000 - 9 999 მოსახლეობის ეკვივალენტის შემთხვევაში 12 ნიმუში პირველი წლის განმავლობაში.
ოთხი ნიმუში ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში, თუკი შესაძლებელი იქნება იმის დემონსტრირება, რომ წყალი პირველი წლის განმავლობაში შეესაბამება ამ დირექტივის დებულებებს; თუკი ოთხიდან ერთი ნიმუში არადამაკმაყოფილებელია, მომდევნო წელს უნდა მოხდეს 12 ნიმუშის აღება.
მოსახლეობის ეკვივალენტი –
10 000-დან 49
999 -მდე: 12 ნიმუში.
მოსახლეობის ეკვივალენტი –
50 000 ან მეტი: 24 ნიმუში.
4. ჩაითვლება, რომ გაწმენდილი ჩამდინარე წყლები შეესაბამება სათანადო პარამეტრებს, თუკი ინდივიდუალურად განხილული თითოეული პარამეტრისთვის აღებული წყლის ნიმუში აჩვენებს, რომ ის შეესაბამება აღნიშნულ პარამეტრულ სიდიდეებს შემდეგნაირად:
(ა) 1-ლ ცხრილსა და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული პარამეტრების შემთხვევაში ნიმუშების მაქსიმალური რაოდენობა, რომლებიც დასაშვებია ვერ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს და ეს გამოიხატება კონცენტრაციაში და/ან პროცენტულ შემცირებაში 1-ლი ცხრილის და მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, განსაზღვრულია ცხრილში 3.
1-ლი ცხრილის პარამეტრებისთვის, რაც გამოხატულია სხვადასხვა კონცენტრაციით, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში აღებული არადამაკმაყოფილებელი ნიმუშების გადახრა პარამეტრული სიდიდეებიდან არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. პარამეტრული სიდიდეებისთვის იმ კონცენტრაციით, რომელიც საერთო შეწონილ მყარ ნაწილაკებს უკავშირდება, შესაძლებელია მისაღები იყოს გადახრა 150%-მდე;
ცხრილში 2 მითითებული პარამეტრებისთვის ნიმუშების წლიური საშუალო მნიშვნელობა ყოველი პარამეტრისთვის უნდა შეესაბამებოდეს რელევანტურ პარამეტრულ სიდიდეს.
5. შესაბამისი წყლის ხარისხის უკიდურესი სიდიდეები არ უნდა იყოს გათვალისწინებული მაშინ, როდესაც ისინი ისეთი უჩვეულო სიტუაციების შედეგია, როგორიცაა ძლიერი წვიმა.
ცხრილი 1: ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან ჩამონადენების მიმართ მოთხოვნები, რომლებიც ექვემდებარება წინამდებარე დირექტივის მე-4 და მე-5 მუხლებს. კონცენტრაციის ან შემცირების პროცენტზე ვრცელდება სიდიდეები.
პარამეტრები
კონცენტრაცია
შემცირების მინიმალური პროცენტი ([7])
გაზომვის ეტალონური მეთოდი
ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება ჟბმ5 20 ºC -მდე ) ნიტრიფიკაციის გარეშე([8])
25 მგ/1 O2
70-90
40 მე-4(2) მუხლით
ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, ჩამოუსხმელი ნიმუში. გახსნილი ჟანგბადის განსაზღვრა ხუთდღიანი ინკუბაციის დაწყებამდე და მის შემდეგ 20°C ñ 1°C ტემპერატურაზე, სრულ სიბნელეში. ნიტრიფიკაციის ინჰიბიტორის დამატება
ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნა (ჟქმ)
125 მგ/l O2
7S
ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, ჩამოუსხმელი ნიმუში, კალიუმის დიქრომატი
საერთო შეწონილი მყარი ნაწილაკები
35 მგ/I ([9])
35 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე მეტი)
60 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი არის 2 000-10 000)
90 (3)
90 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-ზე მეტი)
70 მე-4 (2) მუხლის შესაბამისად (მოსახლეობის ეკვივალენტი არის 2 000-10 000)
რეპრეზენტატიული ნიმუშის გაფილტვრა 0,45 p.m ფილტრის მემბრანით. გაშრობა 105ºC -ზე და აწონვა
რეპრეზენტატიული ნიმუშის ცენტრიფუგირება (არანაკლებ ხუთი წუთისა საშუალო დაჩქარებით 2800-დან 3200გ-მდე), გაშრობა 105ºC -ზე და აწონვა
ლაგუნირებიდან ჩამონადენის ანალიზი უნდა ჩატარდეს გაფილტრულ ნიმუშებზე; თუმცა, ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია გაუფილტრავ წყლის ნიმუშში არ უნდა აღემატებოდეს 150მგ/ლ-ს.
ცხრილი 2 მოთხოვნები ჩამონადენისთვის ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობებიდან სენსიტიურ ზონებში, რომლებიც ექვემდებარება აითროფიკაციას, დანართის III (ა) შესაბამისად. შესაძლებელია ერთი ან მეტი პარამეტრის გამოყენება, ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარე. კონცენტრაციის ან შემცირების პროცენტზე ვრცელდება სიდიდეები.
პარამეტრები
კონცენტრაცია
შემცირების მინიმალური
პროცენტი ([10])
გაზომვის ეტალონური მეთოდი
ჯამური ფოსფორი
2 მგ/I P (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000 – 100 000)
1 მგ/I P
(მოსახლეობის ეკვივალენტზე
მეტი)
მოლეკულური აბსორბციის სპექტრო-ფოტომეტრია
ჯამური აზოტი ([11])
15 მგლ N (მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000 – 100 000)
10 მგ/1 N (მოსახლეობის ეკვივალენტი100 000-ზე მეტი) ([12])
70-80
მოლეკულური აბსორბციის სპექტრო-ფოტომეტრია
ცხრილი 3
ნებისმიერ წელს აღებული ნიმუშების სერია
არადამაკმაყოფილებელი ნიმუშების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა
4-7
8-16
17-28
29-40
41-53
54-67
68-81
82-95
96-110
111-125
126-t40
141-155
156-171
I 72-187
188-203
204-219
220-235
236-251
252-268
269-284
285-300
301-317
318-334
335-350
351-365
1 2
[1]ოფიციალური ჟურნალი No C 01. 04. 1. 1990, გვ. 20 და ოფიციალური ჟურნალი, No C 287, 15. 11. 1990, გვ. 11.
[2]ოფიციალური ჟურნალი No C 260, 15. 10. 1990, გვ.185.
[3]ოფიციალური ჟურნალი No C 168, 10. 7. 1990, გვ.36.
[4]ოფიციალური ჟურნალი No C 209, 09. 08. 1988, გვ. 3.
[5]ოფიციალური ჟურნალი No L 158, 23. 6. 1990, გვ. 56.
[6]იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკაში შეუძლებელია საკოლექტორო სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობების ისე აგება, რომ ყველა სახის ჩამდინარე წყალი გაიწმინდოს ისეთ ვითარებაში, როგორიცაა, მაგალითად, უჩვეულოდ ძლიერი წვიმა, წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტილება უნდა მიიღონ იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც შეზღუდავს ჭარბი სანიაღვრე წყლებით გამოწვეულ დაბინძურებას. ასეთი ზომები შეიძლება ეფუძნებოდეს განზავების კოეფიციენტს ან დონეს ჩამდინარე წყლის მინიმალურ ხარჯთან მიმართებაში (მშრალ ამინდში), ან განსაზღვრავდეს ყოველ წლიურად ჭარბი ნალექის დროს მოვარდნილი ნიაღვრების დასაშვებ რაოდენობას.
[7] შემოდინების დატვირთვასთან დაკავშირებული შემცირება.
[8]პარამეტრის ჩანაცვლება შეიძლება სხვა პარამეტრით: ჯამური ორგანული ნახშირბადი (TOC) ან ჯამური ჟანგბადის მოთხოვნა (TOD) თუკი შესაძლებელია ურთიერთობის დამყარება ჟბმ 5-სა და შემცვლელ პარამეტრს შორის.
[9] ეს მოთხოვნა არ არის სავალდებულო.
[10] შემოდინების დატვირთვასთან დაკავშირებული შემცირება.
[11] ჯამური აზოტი ნიშნავს: კელდალის მიხედვით საერთო აზოტის (ორგანული და ამიაკური აზოტი N + NH3), ნიტრატის აზოტის (NO3) - და ნიტრიტის აზოტის (NO2)ჯამს.
[12]ალტერნატიულად, დღიური საშუალო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ / 1 N. ეს მოთხოვნა ითვალისწინებს წყლის ტემპერატურას 12°C ან მეტს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ბიოლოგიური რეაქტორის მუშაობის დროს. ტემპერატურის პირობის შემცვლელის სახით შესაძლებელია მუშაობის დროის შეზღუდვა, რაც გულისხმობს რეგიონული კლიმატური პირობების გათვალისწინებას. ეს ალტერნატივა გამოიყენება, თუ შეიძლება ნაჩვენები იყოს I-ლი დანართის 1-ლი აბზაცის შესრულებ