რომ ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩაშვება აკმაყოფილებდეს I.B დანართის მოთხოვნებს, I.D დანართში დადგენილი საკონტროლო პროცედურების შესაბამისად,ზედაპირულ წყალში ჩაშვებული ლექის რაოდენობა და შემადგენლობა.
2. უფლებამოსილმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ წყლები, რომლებიც ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობიდან ჩაშვებასა და პირდაპირ ჩაშვებას ექვემდებარება მე-13 მუხლის შესაბამისად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელია, რომ მიმღებ გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.
3. იმ ჩაშვების შემთხვევაში, რომელიც ექვემდებარება მე-6 მუხლის დებულებებს და ლექის სანაპირო წყლებში ჩაღვრის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა მონიტორინგი უნდა განახორციელონ და ჩაატარონ ნებისმიერი სხვა რელევანტური კვლევა, რათა დააზუსტონ, რომ ჩაშვება და ჩაღვრა უარყოფით გავლენას არ ახდენს გარემოზე.
4. უფლებამოსილი ან სათანადო ორგანოების მიერ 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შეგროვებული ინფორმაცია წევრ სახელმწიფოში უნდა იქნეს დაცული და ხელმისაწვდომი გახდეს კომისიისთვის სათანადო მოთხოვნის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში.
5. 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპების ფორმულირება შესაძლებელია მე-18 მუხლში გაწერილი წესის შესაბამისა