2. სინჯების ასაღებად ავტომატიზებული მოწყობილობების შემუშავებისა და შერჩევისას, სინჯის აღების პროგრამის გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ძირითადი ფაქტორები:

ა) კონსტრუქციის გამძლეობა;

ბ) წყალში კოროზიისა და ბიოდაზიანებისადმი მდგრადობა;

გ) ექსპლუატაციისა და მართვის სიმარტივე;

დ) მყარი ნაწილაკებისაგან თვითგაწმენდის შესაძლებლობა;

ე) სინჯის აღებული მოცულობის გაზომვის შესაძლებლობა;

ვ) ანალიტიკური მონაცემების ხელით აღებულ სინჯებთან კორელაციის უზრუნველყოფა;

ზ) სინჯის ასაღები ჭუჭლის ადვილად ამოღების, გაწმენდისა და აწყობის შესაძლებლობა;

თ) სინჯის მინიმალური მოცულობის – 0,5 დმ3-ის აღების უზრუნველყოფა;

ი) სინჯის სიბნელეში შენახვა გარემოს 400C-მდე ტემპერატურის დროს, ტემპერატურასა და დროზე დამოკიდებული სინჯების არანაკლებ 24 სთ-ის განმავლობაში 40C ტემპერატურაზე შენახვის უზრუნველყოფა;

კ) აუცილებლობის შემთხვევაში ფაზების გაყოფის თავიდან ასაცილებლად სითხის სიჩქარის რეგულირების შესაძლებლობა;

ლ) მინიმალური 12 მმ შიდა დიამეტრის მქონე წყლის გამომშვები მოწყობილობის არსებობა და მყარი ნაწილაკების დაგროვებისა და დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით ნაკადის მიმართულებით საფარის დაყენება;

მ) ცალკეულ ჭურჭელში სინჯების განმეორებით აღების შესაძლებლობა;

ნ) სინჯამღების კონსტრუქციის ჭარბი ტენიანობისაგან (ატმოსფერული და საკვლევი წყლის აორთქლებისას) და წელიწადის ცივ დროს გაყინვისაგან დაცვა.

3. გადასატანი სინჯამღები მოწყობილობა უნდა იყოს მსუბუქი, დაცული ატმოსფერული მოვლენების ზემოქმედებისაგან და გარემოს პირობების ფართო დიაპაზონში მუშაობისათვის გამოსაყენებელი.

თავი VIII

სინჯის ასაღები მოწყობილობების ტიპე