1. ფიტოპლანქტონის სინჯის ასაღებად გამოიყენება ბატომეტრი და პლანქტონის ბადე. წყალმარჩხ ადგილებში ბადის გამოყენებისას წარმოებს პლანქტონის ბადის ნავზე გამობმა, ღრმა ადგილებში – ტოტალური ჭერა ფსკერიდან ზედაპირისაკენ.

2. ზოოპლანქტონის შეგროვებისას, ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული უნდა იქნეს სხვადასხვა კონსტრუქციის პლანქტონის ბადეები, რომელთა ჩაშვება ტივებიდან, ნავებიდან და გემებიდან ხდება ხელით ან ჯალამბრის საშუალებით. მცირე ზომის პლანქტონის ბადეების გადაგდება დასაშვებია ნაპირიდანაც, გრუნტის ამოხაპვის გარეშე.

3. ზოოპლანქტონის სინჯის აღება წარმოებს შემდეგი მეთოდებით: კომბინირებულად ხდება წყლის ამოხაპვა და წყალშივე ერთდროულად პლანქტონის გამოყოფა (განცალკევება) პლანქტონის ბადის ანუ პლანქტონის ამომხაპველის მეშვეობით; განცალკევებულად წარმოებს წყლის ამოხაპვა და შემდგომ წყლიდან პლანქტონის გამოყოფა ბადეში ფილტრაციით ან დალექვით.

4. სინჯის აღების მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია წყალსატევის ტიპზე, მის სიღრმესა და ზომებზე.

5. ზოოპლანქტონის რაოდენობრივი შეგროვებისათვის, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, გამოიყენება რაოდენობრივი ბადეები, ბატომეტრები, სხვადასხვა ჭურჭელი (ტოლჩა, ვედრო და სხვა).

6. პერიფიტონის სინჯების აღება წარმოებს ორი მეთოდით – სინჯის აღება ბუნებრივი სუბსტრატებიდან და ხელოვნური სუბსტრატების საშუალებით. ბუნებრივი სუბსტრატებიდან სინჯის აღება ხდება საფხეკის, დანის, სკალპელის, პინცეტის ან გალესილი სუფრის კოვზით. ხელოვნურ სუბსტრატად იყენებენ სასაგნე მინას, რომელსაც ამაგრებენ ვერტიკალურად, გამდინარე წყალსატევში დინების პარალელურად, დეტრიტის, ტალახის, ნაგვის დალექვის თავიდან აცილების მიზნით. მინას დგამენ პენოპლასტის ტივტივაში (რეზინის საცობებში), ტივტივა მაგრდება ტროსზე. ექსპოზიციის ხანგრძლივობა განისაზღვრება შესასწავლი ობიექტის გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, წყლის ხარისხით, წლის სეზონითა და კვლევის მიზნით, მაგრამ არანაკლებ 14 დღე-ღამის განმავლობაში.

7. მაკროფიტების სინჯის შეგროვებისას ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, წყლის სიღრმიდან გამომდინარე, გამოიყენება შემდეგი მოწყობილობები: წყლის ფოცხი სამ და ექვსკბილიანი (არა უმეტეს 2-3 მეტრი წყლის სიღრმისას), ორმხრივი წყლის ფოცხი (არაუმეტეს 2,5-3 მეტრი წყლის სიღრმისას), ეკლიანი მავთულის გორგლები ტვირთით, სხვადასხვა კონსტრუქციის მიწახაპიები, ლითონის, ხისა და ნებისმიერი მასალისაგან დამზადებული საჭვრეტი მილები ან რუპორი (ნიღაბი აკვალანგისტებისათვის).

8. სინჯების რაოდენობრივი აღებისათვის დამატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ჩარჩოები 1; 0,5 და 0,25 მ2 ფართობით და ხისაგან, ალუმინისაგან, სინთეტიკური ან სხვა მასალისაგან დამზადებული სხვადასხვა ზომის, კვადრატული, სწორკუთხა, მრგვალი მილები, მათი ტივტივის უნარის გათვლით.

9. ფიტომასის სინჯის აღებისათვის გამოიყენება შემდეგი მოწყობილობები:

ა) ცელი 20-25 სმ სიგრძის გალესილი პირით, მზადდება ჩვეულებრივი ცელისაგან, რომელიც ბოლოში კუთხით არის წაკვეთილი;

ბ) სხვადასხვა კონსტრუქციის ბარდის ამომხაპველები (ამოსაჭრელები), „ლერწამის მაკრატლები”;

10. მაკროზოობენტოსის სინჯის აღების მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მთელ რიგ პარამეტრებზე: წყლის სიღრმეზე, ნაკადის მიმართულებაზე, ასაღები ობიექტის სახეობაზე და ა.შ. სინჯის ასაღებად გამოიყენება ბადეები, საფხეკები, ფსკერმხაპავები ან დიდი ბადეები და შეგროვების სხვა საშუალებები;

11. თევზები შესაძლებელია შეგროვდეს აქტიურად და პასიურად, გავრცელების ადგილისა და სინჯის აღების მიზნიდან გამომდინარე. 2 მეტრამდე სიღრმის ნაკადულებსა და მდინარეებში სინჯის აღებას აწარმოებენ თევზჭერის ელექტრული მეთოდით, მუდმივი დენის ერთგვაროვანი ველის, მუდმივი და ცვალებადი დენის იმპულსური ველის გამოყენებით. დიდ მდინარეებზე სინჯის აღებისათვის გამოიყენება სხვადასხვა მექანიზმი.

12. მდორე და დამდგარ წყლებში თევზჭერისათვის მიზანშეწონილია ბადის გამოყენება. ბადეები თევზის აქტიური ჭერისათვის (კალათისმაგვარი ბადე, ჩანთისებური ბადე, სათევზაო ტრალი ბადე) გამოიყენება წყლებში, სადაც არ არის შემოღობვა. ბადეები პასიური ჭერისათვის (ანკესები, სათევზაო ტრალი ბადე ან თევზჭერის ბადეები და სხვა მახეები) გამოყენება იქ, სადაც გვხვდება გადაღობვა ან წყალმცენარეები. პლატინაში ჩაშენებული სპეციალური მახეები გამოიყენება იმ თევზებისათვის, რომლებიც განიცდიან მიგრაციას.

13. თევზის სინჯის აღების მეთოდიკის შერჩევა დამოკიდებულია მოწყობილობაზე (ბადის უჯრედების ზომაზე, ელექტრული ველის მახასიათებლებზე), თევზის ჩვევაზე, თევზის ჭერისათვის ელექტრული მახეების გამოყენების საკანონმდებლო შეზღუდვაზე, სინჯის მდგომარეობაზე (ცოცხალი ან მკვდარი).

14. ბიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის სინჯების შენახვისა და კონსერვაციის მეთოდები მოცემულია დანართი 1-ის მე-6 ცხრილში.

თავი IX

სინჯის ასაღები ჭურჭლის მომზადების წესე