1. დაცული უნდა იქნეს ცარიელი ტარის სინჯის აღების ადგილამდე და შევსებულის უკან, ლაბორატორიაში ტრანსპორტირების წესები.

2. სინჯების შემცველი ჭურჭლის შეფუთვამ გავლენა არ უნდა მოახდინოს სინჯების შედგენილობაზე, ტარანსპორტირებისას ადგილი არ უნდა ჰქონდეს განსასაზღვრი მაჩვენებლების დანაკარგს, ასევე ჭურჭელი დაცული უნდა იქნეს გატეხვისა და გარე დაბინძურებისაგან.

3. ტრანსპორტირებისას ჭურჭელი უნდა მოთათავსდეს ტარაში (კონტეინერი, ყუთი, ბუდე), რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი დაბინძურება და დაზიანება. სინჯის მთლიანობის შენარჩუნებისა და ტრანსპორტირებისას, შესაძლო დაზიანების შემცირების მიზნით, ტარა ტრანსპორტირებისათვის შესაძლებელია დამზადებულ იქნეს სხვადასხვა მასალისაგან (პენოპლასტი, გოფრირებული მუყაო და ა.შ.). ტარას კონსტრუქცია ხელს უნდა უშლიდეს ჭურჭლის თვითნებურ გახსნას.

4. ყუთების სახურავები გადახვეული უნდა იქნეს ჩვეულებრივი საიზოლაციო მასალით, ტარის საცობზე ზეწოლის აცილების მიზნით.

5. სასწრაფო გამოკვლევებს დაქვემდებარებული სინჯები ცალკე უნდა დაჯგუფდეს და გაიგზავნოს ლაბორატორიაში.

6. სინჯები ბიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრისათვის, სასმელი „სუფთა” და მდინარის „ჭუჭყიანი” წყლების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე, მარკირებული კონტეინერებით, სინჯების მიტანის შემდეგ კონტეინერი ექვემდებარება დეზინფექციას.

7. ლაბორატორიაში სინჯების მიღებისთანავე უნდა მოხდეს მათი აღრიცხვ