ა) გახსნილი გაზების ზუსტი განსაზღვრისათვის სინჯები აღებული უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი მოწყობილობის გამოყენებით, რომელიც სინჯს აგროვებს ჰაერის გადაადგილებასთან შედარებით, წყლის უფრო სწრაფი გადაადგილების ხარჯზე;
ბ) გახსნილი გაზების სინჯის ასაღებად ტუმბოების გამოიყენებისას აუცილებელია წყალი ამოიტუმბოს ისეთი წნევით, რომელიც არ უნდა დაეცეს ატმოსფერულ წნევაზე მნიშვნელოვნად დაბლა. სინჯის ჩატუმბვა უნდა მოხდეს უშუალოდ საცავში ან ჭურჭელში;
გ) დასაშვებია გახსნილი ჟანგბადის განსაზღვრისათვის სინჯის აღება ბოთლების ან ხაპიის გამოყენებით. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაციის ცვლილება წყლის გაზებით გაჯერების ხარისხის მიხედვით, სინჯისა და ჰაერის კონტაქტის გამო;
დ) ონკანიდან ან ტუმბოდან ბოთლებში სინჯის აღებისას, დრეკადი ინერტული მილი, რომლის საშუალებითაც წყალი მიეწოდება ჭურჭელს, უნდა სწვდებოდეს ჭურჭლის ფსკერს, ბოთლის ფსკერიდან სითხით შევსების უზრუნველყოფის მიზნით;
ე) ყინულის ფენით დაფარული წყლიდან გახსნილი ჟანგბადის სინჯის შეგროვებისას, თავიდან აცილებული უნდა იქნეს სინჯზე ჰაერის გავლენ